სად გავერთოთ WEEKEND-ზე | 19-20 აგვისტო
Business Insider Georgia ყოველი კვირის პარასკევს რუბრიკა INSIDER WEEKEND-ის ფარგლებში გირჩევთ სად გაერთოთ.
18-19 აგვისტოს, პოპულარული უკრაინული ჯგუფი Okean Elzy კონცერტებს გამართავს

პროგრამა:
OKEAN ELZY
LOUDSPEAKERS
KODZO
*Okean Elzy სთეიჯ 17-ში ორ კონცერტს გამართავს - 18 და 19 აგვისტოს.
ბილეთის ფასი:
I კალათა — 80 ლარი (Sold Out)
II კალათა — 100 ლარი (Sold Out))
კარზე — 120 ლარი
ბილეთების Შეიძინა შესაძლებელია ბმულზე: tkt.ge/09stage17
ბილეთების გაყიდვა განახლდება ღონისძიების დღეს.
ღონისძიებაზე იმოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა (18+).
Love Bar-ში აგვისტოს თვე აქტიური ივენთებით გრძელდება
LOVEBAR: DATUNA | N AO | REZA FARYADI (IRAN) | SANDRO BOTSVADZE | OPEN DECKS
18-20 აგვისტოს პროგრამა
Line-up:
18 აგვისტო: Datuna | N ao
19 აგვისტო: Reza Faryadi (Iran) | Sandro Botsvadze
20 აგვისტო: Open Decks
პარასკევიდან კვირის ჩათვლით.
სამუშაო საათები:
კვირის დღეები 18:00 საათიდან 01:00 საათამდე.
ვიქენდები 15:00 საათიდან 03:00 საათამდე.
მისამართი - ნ. ბარათაშვილის მარცხენა სანაპირო 182
19 აგვისტოს - ბათუმში "სამბას მუსიკალური ფესტივალი" ჩატარდება

თარიღი: 19 აგვისტო
დასაწყისი: 20:00 საათი
ლოკაცია: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: https://tkt.ge/sambafest
მონაწილეობენ - ბრაზილიელი და ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები:
SANDAMI - ვოკალი, პერკუსია
SUDU - დრამერი
CARRAPICHO - მანდოლინა და გიტარა
ROBSON - ბასი
MARCELLUS - დირიჟორი, აკუსტიკური გიტარა
EDUARDO - პერკუსია
JOJO - პერკუსია
ნინო ქათამაძე & ჯგუფი INSIGHT - SOHO BATUMI

20 აგვისტოს ნინო ქათამაძე და ჯგუფი INSIGHT-ი სოჰო-ს სცენაზე წარდგება.
ნინო ქათამაძის მუსიკა - რთული და ჭკვიანი მუსიკაა, ეს არის ცხოვრების ფილოსოფიური აზრის მოყოლა. სიმღერებს რომლებიც გვაფიქრებს ცხოვრების მარადიულობაზე, თანადგომაზე და იმედზე. ამ მუსიკის მთავარი აზრი ცხოვრების რთულ მოვლენებში ჩახედვაა.
ბილეთის ფასი: 50 ლარი
კონცერტზე მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა 18+
შაბათს, 19 აგვისტოს ამბასადორი კაჭრეთში ცეცხლოვანი, ლათინო ამერიკული საღამო გელით

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.