სად გავერთოთ WEEKEND-ზე | 2 - 3 მარტი
Business Insider Georgia ყოველი კვირის პარასკევს რუბრიკა INSIDER WEEKEND-ის ფარგლებში გირჩევთ სად გაერთოთ.

Billboard Georgia Stage „ბასისტების დედოფალს” - ნიკ უესტს უმასპინძლებს.
ახალგაზრდა ბასისტი და მომღერალო ნიკ უესტი ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან ქუინსიჯონსი, „პრინცი”, მეისი გრეი, ჯონ მაიერი და სხვები. 2012 წლიდან უესტი თვით „პრინცის” ბასისტი იყო.
მას ინდივიდუალურობის განსახიერებას უწოდებენ. უნიკალური სტილი, რომელიც მხოლოდ მისთვისაადამახასიათებელი, მსმენელში თავისუფლების ძლიერ შეგრძნებას ბადებს. უესტის მუსიკა მრავალჟანრულია და მისითითოეული ნოტი დაწესებულ საზღვრებს არღვევს.
ნიკ უესტი ემოციური ვოკალით მსმენელის გრძნობებზე საოცრად ზემოქმედებს. უესტის მიერ შესრულებულმა AC/DC-ისBack In Black-ის ვერსიამ როკის თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა და მუსიკოსი სტივენ ტაილერის ახალ ფავორიტადაქცია.
„მისი თაობის საკულტო ბასისტი,” - ასე მოიხსენია ის გამოცემამ Rolling Stone.
Club Iveria-ს წევრებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება: Classic – 10%, Silver – 20%, Gold – 30%, VIP - უფასო.
დამატებითი ინფორმაციისთვის: 2 90 77 77
ჯგუფური რეზერვაციისთვის: 592002424

,,Lisi Panorama Event Vanue” -ს დიდ სცენაზე - მუსიკალური პროექტი თამადა გრანდიოზული შოუთი ბრუნდება. თქვენგელით, ელექტრონული მუსიკისა და ქართული ეთნიკური ელემენტების შესანიშნავი სინთეზი.
პროექტის ავტორი და შემსრულებელი ლაშა ჩხაპელია, იგივე "თამადაა". ლაშას მუსიკალური კარიერა წლების განმავლობაში როკ-ენ-როლთან იყო დაკავშირებული, ხოლო 2015 წელს ელექტრონული მუსიკის შექმნა დაიწყო. ცხოვრობდა რიგაში, შემდეგ კი - ბერლინში.
,,ლისი პანორამა” - კი ახალი მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც იქმნება დაუვიწყარი დღესასწაულები. ეს არის სივრცე, სადაც ყველა ერთობა, მღერის, ცეკვავს და ბედნიერია.
,,ლისი პანორამას” დიდ სცენაზე ,,თამადას” პირველი კონცერტია. ჩვენ გპირდებით ხარისხიან და ძალიან მაგარ შოუს!
საღამოს გააგრძელებს - DJ. NAQEBI
დამატებითი ინფორმაციისთვის: 555 366663
Tamada - insta page link - https://www.instagram.com/tamada
Tamada - Facebook link- https://www.facebook.com/tamadaa

შაბათს, 2 მარტს არტერია წარმოგიდგენთ ჯაზის ჯემ სესიას რეზო კიკნაძის კვინტეტთან ერთად
• რეზო კიკნაძე
• ლაშა საყვარელიძე
• ნიკა გაბაძე
• გიორგი სამსონაძე
• გიორგი მელიქიშვილი
დრო: 21:00
ჯარზე: 30₾
მაგიდის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 38 02 38
გელოდებით განახლებულ არტერიაში ახალი შესასვლელიდან
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.