სად გავერთოთ WEEKEND-ზე | 2-3 სექტემბერი
Business Insider Georgia ყოველი კვირის პარასკევს რუბრიკა INSIDER WEEKEND-ის ფარგლებში გირჩევთ სად გაერთოთ.
LOVEBAR: OPEN DECKS |MEMOTECH | HATSVALI | DISCO NOT DISCO | VAKHO | PASTORIUS X

Line-up:
AUG 31: Open Decks
SEP 01: Memotech | Hatsvali
SEP 02: Disco Not Disco | Vakho | Pastorius X
აგვისტო 31 - სექტემბერი 02!
ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
პარასკევს და შაბათს 23:00 საათამდე დასწრება თავისუფალია. 23:00 საათის შემდეგ - 15 GEL.
See you everyday:
Weekdays from 18:00 pm to 01:00 am; Weekends from 15:00 pm to 03:00 am.
Address - N. Baratashvili Left Bank 182
გელით ყოველდღე!
სამუშაო საათები:
კვირის დღეები 18:00 საათიდან 01:00 საათამდე.
ვიქენდები 15:00 საათიდან 03:00 საათამდე.
მისამართი - ნ. ბარათაშვილის მარცხენა სანაპირო 182
Mtkvarze Pre-Opening Weekend [Powered by XL]

მტკვარზე შემოდგომის პირველ დღეებში Pre-Opening Weekend გაიმართება, სადაც ლოკალური და საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის სცენის განსაკუთრებულ არტისტებს წარმოგიდგენთ.
▾Main Room
• Desyn
soundcloud.com/desynmasiello
• Usherenko (Small Moves)
soundcloud.com/usherenko
• Gio Shengelia
soundcloud.com/gioshengelia
▾Small Room
Bassil
soundcloud.com/bassilmusic
Ketevan
soundcloud.com/djketevan
1 სექტემბერს Main Room-ის დეკებს ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა, - Desyn დაიკავებს, რომელიც ლონდონში დაფუძნებული არტისტი Desyn Masiello-ს პროექტია. ის ელექტრონული მუსიკით ადრეულ 90-იანებში დაინტერესდა, კარიერა კი 1999 წელს დაიწყო, როდესაც მისი მიქსის CD ჩანაწერმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ელექტრონული მუსიკის სცენაზე 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არტისტად აქცია.
Desyn-მა მისი ცხოვრების დიდი ნაწილი ლონდონის მეორადი ფირფიტების მაღაზიებში გაატარა და ცნონილია როგორც „ადამიანი, რომელსაც არასდროს სძინავს“, რადგან განსაკუთრებული სამუშაო ეთიკითა და ენთუზიაზმით გამოირჩევა, რამაც მისი უნიკალური ჟღერადობის შექმნაში დიდი როლი ითამაშა. მისი რელიზები გამოსულია ისეთ ლეიბლებზე, როგორიცაა Balance, Ministry of Sound, Bedrock და Yoshitoshi.
მასთან ერთად სთეიჯს გაიზიარებს თბილისში დაფუძნებული ამერიკელი არტისტი, - Usherenko; Mtkvarze გუნდის წევრი და ლეიბლ Small Moves-ის დამფუძნებელი; რომლის სეტებიც მრავალფეროვანი და ენერგიული სელექციით ხასიათდება. მათ Main Room-ში შეურთდებათ თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენის პიონერი და 4GB გუნდის წევრი Gio Shengelia.
Small Room-ში დადგებიან ლოკალური სცენის გამორჩეული DJ და პროდიუსერი, - Bassil და Different Sound Records-ის წევრი Ketevan, რომელიც ჰიპნოტური ჟღერადობით ხასიათდება.

შაბათი [კარი: 20 ლარი]
21:00-00:00
• BASS COMMANDER •
https://soundcloud.com/vaaskys
00:00-03:00
• GIORGI PIPIA •
https://soundcloud.com/giorgipipia
კვირა
HIPHOP SUNDAYS
22:00-02:00
• INTERPRETER •
https://soundcloud.com/wax-interpreter

სევსამორას წვეულება განახლებული თარიღით ბრუნდება:
2 სექტემბერს გიწვევთ სევსამორას დიდ ტერასაზე!
მოწვეული წამყვანი იზრუნებს თქვენს გართობაზე დღის განმავლობაში - აუზზე სხვადასხვა აქტივობითა და თამაშებით
მზის ჩასვლას კი UCHA-ს არაჩვეულებრივ სეტთან ერთად შეეგებებით
ტერასაზე დაგხვდებათ: ღია ბარი, ჩილიმი, გემრიელი კერძები, საუცხოო ხედი და როგორც ყოველთვის, კომფორტული გარემო.
სასტუმროს სტუმრებისთვის ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.
გარე სტუმრებისთვის დასწრების ღირებულება: 50 ლარი
ღონისძიებაზე დასასწრებად შეავსეთ:
https://forms.gle/v8FSWe2tU52biBZv6
———————-
მოწვეული სტუმრის UCHA-ს შესახებ:
საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, უკვე კარგად ცნობილი არტისტი UCHA.
ამ პროექტს საფუძველი 2015 წელს თბილისში, უჩა ღვინეფაძის მიერ ჩაეყარა.
UCHA-ს შემოქმედებითი სტილი ფოლკლორული მელოდიების მელანქოლიური ხასიათისა და გრუვის ჟღერადობების ვირტუოზული შერწყმით იქმნება და მსმენელისთვის მრავალფეროვან, არაორდინალურ მუსიკალურ თავგადასავალს ქმნის.
საკლუბო სცენაზე UCHA-ს მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობა ისეთ მნიშვნელოვან მუსიკალურ ლეიბლებთან კოლაბორაციაში აისახა, როგორიცაა: Wired, Underyourskin records, SNOE, MoBlack Records, ZEHN Records.

შემოდგომის სეზონი ლაივ მუსიკით გაიხსნება.
------------
Wave Bar
მარი ბროსეს 1
01.09.2023
22:00
კარი გაიღება-20:00
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.