სად გავერთოთ WEEKEND-ზე | 23 - 24 დეკემბერი
Business Insider Georgia ყოველი კვირის პარასკევს რუბრიკა INSIDER WEEKEND-ის ფარგლებში გირჩევთ სად გაერთოთ.

1 და 2 იანვარს მტკვარზე საახალწლო ტრადიციად ქცეული KORDZ-ის განსაკუთრებულიპერფორმანსი გაიმართება, სადაც მასთან ერთად, ღონისძიებამდე საიდუმლოდ დატოვებულისპეციალური სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას. წინა წლების გამოცდილებამ გვაჩვენა რომ ჩვენსმცირე ზომის დენსფლორზე, ყველა მსურველი ვერ ახერხებდა მოხვედრას, ამიტომ გადავწყვიტეთმსმენელისთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა და წელს 2 დღიან პროგრამას გთავაზობთ.
▾ January 1
▾ Main Room
• Kordz [Live performance with special guests]
soundcloud.com/kord_z
• DRO
soundcloud.com/2dro3
• Gio Frangishvili
soundcloud.com/gio-frangishvili
• Sumo
soundcloud.com/shotikotsverava
▾ Small Room
• Revi
soundcloud.com/reviko
• Kashia
soundcloud.com/kashia-guka
▾ January 2
▾ Main Room
• Kordz [Live performance with special guests]
soundcloud.com/kord_z
• DRO
soundcloud.com/2dro3
• Alexandra
soundcloud.com/allrra
• Monk
soundcloud.com/gigi-kvantaliani
▾ Small Room
• Clean Rock
soundcloud.com/cnrk2
• Audio Space
soundcloud.com/audiosp4ce
სტრავინსკიდან Daft Punk-მდე, Prince-დან მორის რაველამდე, კომპოზიტორი ალექსანდრე კორძაია,იგივე KORDZ საკუთარი უნიკალური მუსიკის შესაქმნელად ყველგან პოულობს ინსპირაციას.
ის გვევლინება როგორც კომპოზიტორად, ასევე პერფორმერად. მისი საცეკვაო ლაივ სეტები დაკოლაბორაციები საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან, გიორგი ცაგარელთან, DRO-სთან და სხვაქართველ არტისტებთან, განსხვავებულ და განსაკუთრებულ ჟღერადობებს ქმნის.
KORDZ ასევე ქმნის მუსიკას და პერფორმანსებს ევროპის სხვადასხვა ქალაქების ორკესტრებთან დაანსამბლებთან ერთად.
2021 წელს 2 უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პროექტის მონაწილე და მთავარი გმირია KORDZ x Sakamoto Asko | Schonberg-ის ანსამბლთან ერთად, რომელიც უშუალოდ რუიჩი საკამოტოსპატრონაჟით განხორციელდა.
SATURDAY JAZZ JAM SESSION WITH RESO KIKNADZE QUARTET

შაბათს არტერიაში ჯაზის ჯემ სესია რეზო კიკნაძის კვარტეტთან ერთად
• რეზო კიკნაძე
• ლაშა დეისაძე
• გიორგი სამსონაძე
• გიორგი მელიქიშვილი
დრო: 21:00

შაბათს, 23 დეკემბერს, 19:00 საათზე ერთად მოვისმენთ ქართული ქალაქური სიმღერების არაჩვეულებრივ ნაკრებს ანა უზნაძის შესრულებით და ვისაუბრებთ მათ მნიშვნელობაზე ქართულ კულტურაში, ჩვენი შეფ-მზარეულის მიერ რუდუნებით შემუშავებული ქართული კერძების თანხლებით…
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.