სად გავერთოთ WEEKEND-ზე | 24 - 25 თებერვალი
Business Insider Georgia ყოველი კვირის პარასკევს რუბრიკა INSIDER WEEKEND-ის ფარგლებში გირჩევთ სად გაერთოთ.

24 – 25 თებერვალს, გუდაურში, სასტუმრო კარპე დიემსა და მის ტერიტორიაზე, ფესტივალი Winter Jazz 2024 გაიმართება.
წლევანდელ ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი სტუმრობს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში გუდაურის სტუმრების წინაშე წარსდგებიან.
ფესტივალი 24 თებერვალს 14:00 საათზე დაიწყება და 25 თებერვალს 18:00 საათზე დასრულდება.
პროგრამა:
24 თებერვალი 14:00
მუსიკალური პროგრამის კურატორი Soulidan:
Kenny Bobien
Josh Milan
Kaidi Tatham
Dj Spen
Greg Gauthier
Afshin
Soulidan
22:00 - სასტუმრო - “CARPE DIEM” Night Club (მხოლოდ ვიპ აბონიმენტისთვის)
SCOTT KINSEY GROUP
“We speak LUNIWAZ” - the music of JOE ZAWINUL
Line up:
Scott Kinsey-keyb synth
Francisco Fattoruso-elbass
Seamus Blake-tenor sax
Nicolas Viccaro-drums
25 თებერვალი 14:00
Josh Milan
Dj Spen
Soulidan
“Winter Jazz Gudauri” ფესტივალის მხარდამჭერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ოფიციალური პარტნიორი მთის ტრასების სააგენტო.
სპონსორები: ვიზა, თიბისი კონცეპტი,
25% ქეშბექი თიბისი კონცეპტ ვიზა ბარათებზე (შეთავაზება ვრცელდება შემდეგ სადებეტო ბარათებზე: TBC Concept Visa Platinum, Visa Infinite, Visa Signature)
საინფორმაციო მხარდამჭერები: ტვ იმედი, რადიო ფორტუნა, ინტერნეტ ჟურნალი მარკეტერი, პალიტრა მედია ჰოლდინგი, სარეკლამო სააგენტო ალმა.

24 თებერვალს 20:00 საათზე თბილისის ცენტრში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში უნიკალური კონცერტი გაიმართება.
მოისმენთ უდიდესი თანამედროვე იაპონელი კომპოზიტორის ჯო ჰისაიშის მომხიბვლელ საუნდტრეკებს მსოფლიოში ცნობილი მულტფილმებიდან. გადაეშვით ფანტასტიკური მუსიკის სამყაროში თანამედროვე ორკესტრის Mystery Ensemble-ის გულწრფელი, ყველაზე ფერადი შესრულებით.
კონცერტის ორგანიზატორები არიან კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution ltd
კარის გახსნა - 19:00

17 და 24 თებერვალს, 20:00 საათზე ერთად მოვისმენთ კარგად ნაცნობ კომპოზიციებს ყველასთვის საყვარელი ფილმებიდან, ჩვენი შეფ-მზარეულის მიერ რუდუნებით შემუშავებული საუცხოო კერძების თანხლებით…
ეკა გელაშვილი - ფორტეპიანო
ბელა ურუშაძე - ვიოლინო
მარიამ ყამბარაშვილი - ფლეიტა
ადგილები შეზღუდულია ‼
მაგიდის დასაჯავშნად გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე:
599 54 97 79 ან 214 87 78
მისამართი: ამაშუკელის N18 (ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზა)
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.