სად გავერთოთ WEEKEND-ზე | 6 - 7 იანვარი
Business Insider Georgia ყოველი კვირის პარასკევს რუბრიკა INSIDER WEEKEND-ის ფარგლებში გირჩევთ სად გაერთოთ.

შეხვდი შობას განსაკუთრებულად.
6 იანვარს მსმენელის წინაშე წარსდგება 21- საუკუნის ყველაზე თანამედროვე მუსიკალური ტრიო AVANGART TABLDOT.
მათი მსოფლიო
მათ მიერ შექმნილი და გაჟღერებული ჰანგები მსმენელისთვის ყოველთვის დაუვიწყარია,
ავანგარტ ტაბლდოტმა პირველად საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ბერლინში დაფუძნებულ Vinyl on Demand-ზე მათ მიერ გამოშვებულ “Secret places“ Echonomist -თან ერთად.
შემდგომ ბიჭებმა გამოუშვეს მათი ყველაზე ცნობილი რელიზი დღემდე,
Hall & Oates-ის კლასიკური "Out Of Touch"-ის რემიქსი Sony Music-ის RCA Records-ის მეშვეობით,
Keinemusik-ის ჯგუფის მხარდაჭერით.
Out of Touch გახდა ჰიტი წამყვანი ფესტივალების ევროპაში როგორიცაა
Of-Sónar in Barcelona,
ასევე ასრულებენ მსოფლიო წამყვანი არტისტები ADRIATIQUE, KEINMUSIK,
ღონისძიება გაიმართება კლუბ TRIBE-ში სადაც დაგხვდებათ საუკეთესო განწყობა , რაც თქვენს შობას გახდის დაუვიწყარს.
AVANGART TABLDOT -თან ერთად მსმენელის წინაშე წარსდგებიან ქართველი გამორჩეული არტისტები ENDORPHINS და POLAR.
23:00-00:00 POLAR
00:00-01:00 ENDORPHINS
01:00- 03:30 AVANGART TABLDOT
03:30-04:30 POLAR

6 იანვარს ჯადოსნური შობა ნოდარიკო ხუციშვილი ბენდთან ერთად.
კონცერტს გააგრძელებენ:
თემურიკო დიასამიძე და ზუკა ყიფო B2B.
სპეციალური სტუმრები : რომა რცხილაძე, გუგა მაჩარაშვილი (killages) , კატო კვარაცხელია, დათო ევგენიძე.

6 იანვარს - შობის ჯადოსნურ ღამეს, გაატარე ყველაზე ნოსტალგიური საღამო მეგობრებთან ერთად, 90-იანების კონცერტზე Mono Hall-ში და დაიმუხტე სასიამოვნო ემოციებით.
მონაწილეობენ:
- აჩიკო მეფარიძე
- რუსა მორჩილაძე
- დათო ფორჩხიძე
- ნიკოლშოუ
- თამუნა ამონაშვილი
- თიკა ჯამბურია
- ნინი ქარსელაძე
- ბედინა
- ვერიკო ტურაშვილი
წამყვანი: გვანცა კილასონია.
საცეკვაო მუსიკის გემოვნებიანი სელექციით, საღამოს დიჯეი Dicho განაგრძობს.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.