მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სად იფრენთ ქუთაისიდან 99 ლარად

news image
mbc image

აპრილში ქუთაისიდან მოხვედრა ყველაზე იაფად სალონიკშია შესაძლებელი. როგორც Wizz Air-ის საიტზე ბილეთების საძიებო სისტემაში განთავსებული მჩვენებლებიდან ირკვევა ქუთაისიდან სალონიკში მოხვედრა 59 ლარიდანაა შესაძლებელი. 

მეორე ადგილზეა ლარნაკა, სადაც აპრილში ქუთაისიდან 99 ლარიდან გაემგზავრებით. აპრილში top-3 ყველაზე იაფი მიმართულებების რეიტინგს ფრანკფურტი  ხურავს, სადაც გამგზავრება Wizz Air-ის  ბორტებით 109 ლარიდანაა შესაძლებელი. 

ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გთავაზობთ გარკვეულ მიმართულებებზე ავიაბილეთების ფასებს: 

რა ღირს  Wizz Air-ის ავიაბილეთები ქუთაისიდან:

ქუთაისი KUT - სალონიკი SKG  - 59 ლარიდან 

ქუთაისი KUT - ლარნაკა LCA  - 99 ლარიდან 
ქუთაისი KUT - ფრანკფურტი ჰანი HHN - 109 ლარიდან 

ქუთაისი KUT - აბუ-დაბი AUH - 119 ლარიდან 

ქუთაისი KUT - ათენი ATH  - 119 ლარიდან

ქუთაისი KUT - კოპენჰაგენი CPH - 119 ლარიდან

ქუთაისი KUT - ბერლინ-ბრანდერბურგის BER - 139 ლარიდან

ქუთაისი KUT - მილანი  მალპენსა MXP - 139 ლარიდან 

ქუთაისი KUT - ჰამბურგის აეროპორტი HAM  - 149 ლარიდან

ქუთაისი KUT - ტალინი TLL - 179 ლარიდან

ქუთაისი KUT - ბრიუსელი  შარლერუა CRL - 179 ლარიდან

ქუთაისი KUT - ბუდაპეშტი BUD  - 199 ლარიდან 

ქუთაისი KUT - ვენა VIE -  199 ლარიდან

ქუთაისი KUT - დორტმუნდი DTM - 229 ლარიდან 

ქუთაისი KUT - ვარშავა — შოპენი WAW  - 239 ლარიდან

ქუთაისი KUT - რიგა RIX  - 239 ლარიდან 

ქუთაისი KUT - პოზნანი POZ  - 239 ლარიდან

ქუთაისი KUT - პრაღა PRG -   239 ლარიდან 

ქუთაისი KUT - მემინგენი/მიუნხენ-ვესტი FMM   - 269 ლარიდან

ქუთაისი KUT - რომი  ჩამპინო CIA - 269 ლარიდან

ქუთაისი KUT - ბარსელონა  ელ-პრატი BCN - 299 ლარიდან

ქუთაისი KUT - პარიზი  ბოვე BVA -  299 ლარიდან 

ქუთაისი KUT - კატოვიცე KTW - 339 LARIDAN

ქუთაისი KUT - მადრიდი MAD - 359 ლარიდან

ქუთაისი KUT - ვილნიუსი VNO - 369 ლარიდან.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა