სად შეგიძლია სასწავლო სეზონისთვის PLUS ქულებით შოპინგი
გიზიარებთ ბლოგს: მართალია, სექტემბრის მოახლოებასთან ერთად ზაფხული სრულდება, მაგრამ სანაცვლოდ ახალი სასწავლო წელი იწყება, რაც უამრავ სიახლესთანაა დაკავშირებული: სკოლებში, უნივერსიტეტებში, სამსახურებში ვბრუნდებით და ამისთვის, რა თქმა უნდა, გარდერობსაც ვაახლებთ.
როგორც ყოველთვის, ამ სეზონზეც საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ აქციებს გიმზადებს, ამის შესახებ ჩვენი ბლოგებიდან გაიგებ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ შოპინგი PLUS ქულებითაც შეგიძლია, რომლებსაც სტუდენტური ბარათით გადახდისას აგროვებ.
ქვემოთ იმ რამდენიმე ადგილს შეგახსენებთ, სადაც PLUS ქულებით გადახდა და ახალი სასწავლო წლისთვის შესაფერისად მომზადება შეგიძლია:
თუ დახვეწილად ჩაცმა გიყვარს, მაშინ ალბათ ზარა შენი ფავორიტი დანიშნულების ადგილი იქნება. ეს ესპანური ბრენდი მრავალფეროვან და სეზონურად განახლებულ კოლექციებს გთავაზობს, საიდანაც შენთვის საინტერესო ტანსაცმელი დაგროვილი PLUS ქულებით შეგიძლია იყიდო.
თუ პრიორიტეტი ბიუჯეტური, მაგრამ თან პრაქტიკულად ჩაცმაა, ვაიკიკში უნდა იშოპინგო. ტანსაცმელები, ფეხსაცმელები, აქსესუარები – აქ ყველაფერს იპოვი, რაც ამ სეზონზე გარდერობის განახლებისთვის დაგჭირდება, გადახდას კი PLUS ქულებით შეძლებ.
როცა უნივერსიტეტში დასაბრუნებლად ტანსაცმელს შეიძენ, არც წვრილმანი, მაგრამ საჭირო ნივთები არ უნდა გამოგრჩეს შესაბამისი განწყობის შესაქმნელად. არაჩვეულებრივი ნივთებისთვის კი, რა თქმა უნდა, მინისოს უნდა ეწვიო. ჩანთები, კალმები, რვეულები, ან უბრალოდ ისეთი ნივთები, რომლებიც შეიძლება სულაც არ გჭირდება, მაგრამ მაინც გინდა – მინისოში ყველაფერს იპოვი.
წიგნებისა და საკანცელარიო ნივთებისთვის კი ბიბლუსს უნდა ესტუმრო, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი ფილიალი აქვს. ბიბლუსის მაღაზიებში როგორც მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის, ისე საკანცელარიო ნივთების დიდი არჩევანი დაგხვდება, რაც უნივერსიტეტში სწავლისთვის აუცილებლად დაგჭირდება.
სუნამოები, სათვალეები, სამკაულები, აქსესუარები, ტანსაცმელები, ფეხსაცმელები – ნავნე მრავალფეროვანი პროდუქციის მქონე მაღაზიათა ქსელია, სადაც, როგორც ცნობილი, ისე ბიუჯეტური ბრენდების კოლექციის შეძენას შეძლებ.
თუ უნივერსიტეტისთვის ახალი მობილური, ლეპტოპი, ყურსასმენი გჭირდება, Extra.ge-ზე ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია იყიდო. არამარტო ტექნიკა, შოპინგის ამ მოსახერხებელ პლატფორმაზე ყველაფერს იპოვი, რაც გჭირდება და თან სახლის კართან მიიღებ.
დაიწყე სიის შედგენა, თვალი ადევნე ჩვენს ბლოგებსა და საქართველოს ბანკის სხვა პლატფორმებს, რათა ფასდაკლებების შესახებ გაიგო, შემდეგ კი სასურველ მაღაზიებში PLUS ქულებით უფასოდ იშოპინგე.
არ დაგავიწყდეს, ქულები გროვდება ყველგან, თუ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადაიხდი, აქციებისა და შეთავაზებების დროს კი ამ ქულების უფრო მომგებიანად დახარჯვა შეგიძლია.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.