მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველო - კვიპროსი | 15 ოქტომბერი

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ნაკრები, 15 ოქტომბერს, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატისსაკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე,კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი დაიწყება 17:00-ზე.

კარი გაიღება შეხვედრის დაწყებამდე 2 საათით ადრე.

 

სტადიონზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები

სტადიონზე ქცევის წესების გაცნობა და აღიარება 

სტადიონზე მოსული ყოველი მაყურებელი აღიარებს რომ გაეცნო და ეთანხმება სტადიონზე ქცევის წესებს (შემდგომში: სტადიონზე ქცევის წესები) და იღებს ვალდებულებას მათ შესრულებასა და დაცვაზე. სტადიონზე ქცევის წესები, უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით შესაძლებელია შეიცვალოს ან/და დაემატოს მითითებები.   სტადიონის ადმინისტრაცია და ღონისძიების ორგანიზატორი უფლებას იტოვებს აწარმოოს ვიდეო ან ფოტო გადაღება გულშემატკივრის უსაფრთხოებისა და წესრიგის დამრღვევი პირების ამოცნობის მიზნით.

სტადიონზე შესვლის პროცედურა და ვალდებულებები

  • სტადიონზე მაყურებელი (განურჩევლად მისი ასაკისა) დაიშვება მხოლოდ შესაბამისი ბილეთის/მოსაწვევის ან აკრედიტაციის წარდგენის და სპეციალური შემოწმების გავლის შემთხვევაში.  
  • მაყურებელი ვალდებულია გაეცნოს ბილეთზე/მოსაწვევზე და აკრედიტაციაზე დატანილ ინფორმაციას. 
  • მაყურებელი სტადიონზე უნდა შევიდეს იმ შესასვლელიდან რომელი შესასვლელიც მითითებულია ბილეთზე/მოსაწვევზე ან/და რომელსაც მიუთითებს უფლებამოსილი პირი (სტიუარდი/განმკარგულებელი ან/და უსაფრთხოების თანამშრომელი) აკრედიტირებული პირები სარგებლობენ მხოლოდ მათთვის გამოყოფილი შესასვლელით. 
  • სტადიონზე ავტომანქანით შესვლის შემთხვევაში მაყურებელი ვალდებულია წარმოადგინოს როგორც ავტომანქანის საშვი ისე ბილეთი. ავტომანქანა ისევე როგორც მაყურებელი და მისი პირადი ნივთები ექვემდებარება შემოწმებას.
  • მაყურებელი და მისი პირადი ნივთები ექვემდებარება შემოწმებას სტადიონზე შესვლის წინ. 
  • სტადიონზე შესასვლელად ბილეთი/მოსაწვევი ექვემდებარება როგორც ვიზუალურ ასევე ელექტრონულ შემოწმებას. 

სტადიონზე ქცევის წესები მაყურებელთათვის

  • სტადიონზე აკრძალულია გულშემატკივრის ქცევა რაც საფრთხეს უქმნის მის ან/და სხვა პირთა ჯანმრთელობას/სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას.
  • მაყურებელი ვალდებულია დაემორჩილოს სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თანამშრომლის მოთხოვნა/მითითებას.
  • მაყურებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სტიუარდს/განმკარგულებელს ნებისმიერი საეჭვო ქცევის ან საგნის შემჩნევის შემთხვევაში.
  • ყველა მაყურებელმა უნდა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.
  • მაყურებელს ეკრძალება გამოყენებული ბილეთის გადაცემა სხვა პირზე.
  • სტადიონზე იკრძალება კიბეებზე და საევაკუაციო გასასვლელებში დგომა (გაჩერება)
  • სტადიონზე იკრძალება სექტორში ფეხზე დგომა და ხილვადობის შემცირება სხვა მაყურებლისთვის.
  • იკრძალება სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანება, სტადიონის ტერიტორიაზე რაიმე სახის ნახატის ან ბანერის, რეკლამის გაკვრა წინასწარი შეთანხმების და ნებართვის გარეშე.
  • აკრძალულია სტადიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების აღჭურვილობის არამიზნობრივად გამოყენება  და მათი დაზიანება. 
  • იკრძალება სტადიონის ტერიტორიის ღობეებზე აძრომა
  • იკრძალება ნებისმიერი საგნის,ნივთის სროლა მოედანზე ან/და სტადიონის ტერიტორიაზე.
  • სასტიკად აკრძალულია მაყურებლის შეჭრა სათამაშო მოედანზე.
  • იკრძალება ყველანაირი ხმამაღალი ხმის გამომცემი ნივთის გამოყენება რომელიც ხელს შეუშლის მატჩის მსვლელობას.
  • აკრძალულია აკრედიტირებულ ზონებში გადაადგილება შესაბამისი აკრედიტაციის  გარეშე.
  • აკრძალულია ნებისმიერი სახის ექსტრემისტული, შეურაცხმყოფელი ან დისკრიმინაციული მასალის (მათ შორის დროშები, ტანსაცმელი, ბანერები, აქსესუარები, ბუკლეტები და სხვა) ნაცისტური სიმბოლოს ან/და საგნის გამოყენება რომელიც მიმართულია ქვეყნის, პიროვნების, ჯგუფის, კანის ფერის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი წარმომავლობის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა მიზეზით დისკრიმინაციისაკენ.
  • აკრძალულია აგრესიული ქცევა, შეურაცხყოფა ღონისძიებაში ჩართული ნებისმიერი პირის მიმართ.
  • სტადიონის ტერიტორიაზე აკრძალულია ყველანაირი ნიღბის ტარება ან სახის იმგვარი დაფარვა, რომელიც ხელს შეუშლის ადამიანის იდენტიფიცირებას. გამონაკლისია  მხოლოდ ისეთის სამოსის ტარება, რომელიც ამა თუ იმ პირთა კულტურის/რელიგიის ნაწილია. 
  • სტადიონზე იკრძალება არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა
  • სტადიონზე ნებადართულია მოწევა მხოლოდ მოსაწევად გამოყოფილ ადგილებში
  • იკრძალება სტადიონის დანაგვიანება
  • აკრძალულია სტადიონის ტერიტორიაზე ყველანაირი დრონის გამოყენება სპეციალური ნებართვის გარეშე.
  • აკრძალულია სტადიონის ტერიტორიაზე (გარდა სპეციალურად მედიისთვის გამოყოფილი ადგილებისა) პროფესიული ვიდეო ან ფოტო გადაღება შესაბამისი ნებართვის გარეშე
  • სტადიონის ტერიტორიაზე აკრძალულია ყველანაირი კომერციული აქტივობის და გაყიდვების წარმოება შესაბამის ნებართვის გარეშე.
  • ყველა სხვა ქცევა რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით საზოგადოების მასობრივი თავშეყრის ადგილებში.

სტადიონის ტერიტორიაზე შესატანი აკრძალული ნივთების ნუსხა

  • ყველანაირი ასაფეთქებლები, დეტონატორები ან ნებისმიერი ნივთი რაც შეიცავს მათ.
  • ყველანაირი ცივი იარაღი და ბასრი საგანი რაც შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც ცივი იარაღი
  • ადვილად აალებადი ნივთები, დიდი რაოდენობის ქაღალდი
  • ყველანაირი სახის პიროტექნიკა
  • მუსიკალური და ჩასაბერი ინსტრუმენტები შესაბამისი ნებართვის გარეშე
  • ლაზერული სანათები 
  • ყველანაირი მოსახატი საშუალებები
  • საკვები და სასმელი
  • შუშის კონტეინერები/ბოთლები, თუნუქის ქილები, თერმოსები.
  • ნარკოტიკული ან ტოქსიკური პრეპარატები
  • სამედიცინო მედიკამენტების დიდი რაოდენობა
  • დიდი რაოდენობით ფხვიერი მასალა
  • თხევადი სითხის კონტეინერები რომლის მოცულობაც აღემატება 100მლ.  
  • გასაშლელი სკამები.
  • შინაური ცხოველები, გარდა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დამხმარე ცხოველებისა.
  • პროფესიონალური ვიდეო და ფოტო აპარატი შესაბამისი ნებართვის გარეშე.
  • ყველა სახის მყარი საგანი რომელიც აღემატება 75სმ
  • სპორტული ინვენტარი (ბურთი, გორგოლაჭებიანი დაფა, გორგოლაჭები)
  • მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობები შესაბამისი ნებართვის გარეშე.
  • დროშის ტარი დაშვებულია მხოლოდ პლასტიკური და ძნელად აალებადი რომელთა სიგრძეც არ აღემატება 1მ.
  • დიდი ზომის ჩანთები
  • ყველანაირი ნაცისტური სიმბოლო ან/და ნივთი რაც მიმართულია ქვეყნის, პიროვნების, ჯგუფის, კანის ფერის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების წარმოშობის ქონებრივი და წოდებრივი წარმომავლობის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობების ასაკის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა მიზეზით დისკრიმინაციისაკენ ან/და შეურაცხყოფისაკენ. 
  • ყველა სხვა ნივთი რაც აკრძალული ნივთების მსგავსია ან/და თვითნაკეთია.

სტადიონზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები ვრცლად იხილეთ ბმულზე https://www.gff.ge/ge/stadiums/rules

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა