მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სამი მთავარი  მიზეზი, რაც ,,ხედში" სტუმრობას დაუვიწყარს ხდის

news image
mbc image

საერთაშორისო რესტორნების ცნობილი ქსელის, Ginza Project-ის პროექტი ,,ხედი" მომხმარებელს იმდენად იზიდავ, რომ აქ ყოველ ვიზიტს აუცილებლად მოჰყვება შემდეგი, რისთვისაც საბაბი ყოველთვის აქვთ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის  სონია ნიკოლაძის  შეფასებით, პირველ რიგში, ეს არის უმაღლესი სტანდარტი, მთელ თბილისში გამორჩეული სამზარეულო და საოცარი ხედები, საიდანაც დედაქალაქი ხელისგულზეა გადაშლილი.

ამ უნიკალური შესაძლებლობის მქონე სასტუმრო და რესტორანი ყველა ვიზიტორს თანაბრად იზიდავს - უცხოელ ტურისტს და ადგილობრივ მკვიდრს.

საერთაშორისო სტანდარტების რესტორანი „ხედი“ სტუმრებს ქართულ ფიუჟენ სამზარეულოს სთავაზობს. 
სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებული რესტორანი სტუმრებს სთავაზობს პანორამულ ხედებს ძველ თბილისზე, მთაწმინდასა და ნარიყალაზე.  რესტორანს დიდი მენიუ აქვს, სპეციალურად მომხმარებელზე მორგებული. ყველაფერი განსაკუთრებული და გამორჩეულია. 

„მრავალი მიზეზია, რის გამოც ჩვენთან სტუმრობა ყოველთვის ღირს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებით ავსებს მომხმარებელს. ყველაზე მთავარი, სამი ფაქტორი რომ გამოვყოთ, ეს არის  უმაღლესი ხარისხის მომსახურება, უგემრიელესი კერძები და  საოცარი ინტერიერი.  არსად ასეთი სამზარეულო არ აქვთ და არც გარემოა მსგავსი, ამიტომ იტაცებს ,,ხედი"  ნებისმიერი გემოვნების ადამიანს, ვისაც კომფორტი უყვარს. ძალიან ბევრი თბილისელი გვსტუმრობს, ასევე რეგიონებიდანაც - რუსთავიდან, გორიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან ვმასპინძლობთ მომხმარებლებს. ცხადია, ბევრიც უცხოელი ვიზიტორია. ვამაყობთ, რომ ყველასთვის თანაბრად მიმზიდველი გარემო შევქმენით, რაც ჩვენთან სტუმრობას დაუვიწყარს ხდის", - აცხადებს სონია ნიკოლაძე Business Insider Georgia- თან. 

ცნობისთვის, ,,ხედი" საერთაშორისო რესტორნების ცნობილი ქსელის, Ginza Project-ის პირველი პროექტია, რომელიც ავლაბარში, ქეთევან წამებულის გამზირზე,  24  ნომერში მდებარეობს. 

ეს არის მისამართი, სადაც თუ  ერთხელ  მოხვდით, აუცილებლად ხშირად დაბრუნდებით.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა