შემოდგომამ ფესტივალებით გაგვანებივრა, რაც მცირე მარნებისთვის კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა - ,,ველეულა"
ღვინის მცირე საწარმო ,,ველუელა" საკუთარ პროდუქციას ღვინის ფესტივალზე წარადგენს. კომპანია გურჯაანში გამართული ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილეა. როგორც კომპანიის მენეჯერი ნინო მღებრიშვილი Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, შემოდგომა ამ მხრივ საკმაოდ აქტიურია და ქართულ ბრენდს შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა ღონისძიების მონაწილე გახდეს, რაც მომხმარებელთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა.
,,არასოდეს ვტოვებთ შანსს, რომ მივიღოთ მონაწილეობა ღონისძიებებში, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და განსაკუთრებით მცირე მარნებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა კომპანიად ვითვლებით და ვცდილობთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაგვიცნოს. ამ ეტაპზე გურჯაანში ღვინის ფესტივალში ვმონაწილეობთ. ძალიან მასშტაბურია ღონისძიებაა და მნიშვნელოვანია ნებისმიერი საწარმოსთვის, განსაკუთრებით მცირე მარნებისთვის, რადგან მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებაა. ,,ველუელას" პროდუქციას როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. ჩვენი ერთ-ერთი ხაზი 1,5 ლიტრიანი ბოთლებში ჩამოსხმული ღვინოები ონლაინ იყიდება, რის ტრადიციაც საქართველოში ნაკლებადაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს, რას ყიდულობს. ფესტივალზე გასინჯულს უფრო თამამად ენდობა და შესაბამისად, არჩევანსაც იოლად აკეთებს", - ამბობს ნინო მღებრიშვილი Business Insider Georgia- თან.
მისი თქმით, გურჯაანის ფესტივალის შემდეგ კომპანია სტარტს აიღებს მთაწმინდის ფესტივალზე, რომელიც 21 ოქტომბერს მცირე მარნების მონაწილეობით გაიმართება.
კომპანია ,,ველეულა" ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. პროდუქცია აქტიურად გადის ექსპორტზე უამრავ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, ინგლისში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ბელარუსში.
ამჟამად კომპანიაში 10-მდე ადამიანია დასაქმებული.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.