მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

STEM სკოლაში სწავლა გრძელდება — ნახეთ, როგორ აფასებენ მოსწავლეები პროექტს

news image
mbc image

გიზიარებთ ბლოგს: სკოლის მოსწავლეებისთვის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკმა კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით საგანმანათლებლო პროექტი — STEM სკოლა — წამოიწყო. STEM სკოლა მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკული და თეორიული ცოდნა ბიოლოგიის, ინჟინერიის, ქიმიის, ფიზიკისა და ტექნოლოგიის სფეროში გაიღრმაონ. STEM სკოლაში მონაწილეობის სურვილი უკვე ათასობით მოსწავლემ გამოთქვა, შერჩეული მონაწილეები კი 1-წლიანი სასწავლო კურსის სტუდენტები გახდნენ.

გამომდინარე იქიდან, რომ განათლების შესაძლებლობა ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს, STEM სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასე რომ, დაინტერესების შემთხვევაში, პროექტში ჩართვას საქართველოში ნებისმიერ ნაწილში მცხოვრები მოსწავლეები შეძლებენ. ამ ეტაპზე STEM სკოლაში სწავლა ისევ მიმდინარეობს, მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და მათთვის ახალ თემას უკვე გაეცნენ. ქვემოთ თავიანთ შთაბეჭდილებებს ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები გვიზიარებენ, რომლებმაც საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიპოვეს და სრულად დაუფინანსდათ როგორც სწავლა, ისე კურსისთვის საჭირო მოწყობილობებიც.

“STEM განათლება აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და მათემატიკას, სკოლის პროგრამით კი მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაზე გვაქვს შეხება. ჩვენ ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ვცხოვრობთ, ამიტომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა, შემესწავლა ინჟინერია და მეტი გამეგო ტექნოლოგიებისა და ამ ოთხივე კომპონენტის ურთიერთკავშირის შესახებ. STEM სკოლამ ჩემი მოლოდინები გაამართლა, რისთვისაც პროექტის შემქმნელებისა და პედაგოგების მადლობელი ვარ. ამასთანავე, STEM სკოლაში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონის ნიჭიერი თანატოლები გავიცანი. სწავლების პერიოდში კი ჩემთვის ყველაზე საინტერესო წრედების აწყობის პროცესი იყო, რაც მომავალში ტექნოლოგიების მარტივად აწყობაში დაგვეხმარება. STEM მიმართულება მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ვითარდება, ამიტომ დიდი სურვილი მაქვს, სწავლა ამ მიმართულებით განვაგრძო”, — ასე აფასებს STEM სკოლას თეკლა ჩოგოვაძე.

STEM სკოლა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ელექტროინჟინერიასა და პროგრამირებაში საბაზისო ცოდნა მიიღონ, გაკვეთილებს კი STEM სწავლების გამოცდილების მქონე კომაროვის პროფესიონალები ატარებენ. როგორც ჩანს, თეკლასთვის ყველაზე საინტერესო წრედების აწყობის პროცესი იყო, ხოლო ანასტასია კუჭავას კოდის წერის შესწავლა განსაკუთრებით მოეწონა.

“ჩემი მეგობრები ამ პროექტში შარშან ჩაერთნენ, ამიტომ STEM სკოლის შესახებ თავიდანვე ბევრი ვიცოდი. მოლოდინი მქონდა, რომ გაკვეთილები საინტერესო, ინოვაციური, აქტუალური და მხიარული იქნებოდა. ჩემი მასწავლებლის, უტა კილასონიას, გაკვეთილებმა მოლოდინს გადააჭარბა. დიდი მადლობა საქართველოს ბანკს და კომაროვის სკოლას ამ შესაძლებლობისთვის. STEM სკოლის თითოეული გაკვეთილი თავისებურად საინტერესო და გამორჩეული იყო. განსაკუთრებით გამოვარჩევდი იმ გაკვეთილს, როცა კოდის წერა ვისწავლეთ. პირველად დაწერილი კოდის შედეგად ამუშავებულმა სისტემამ უდიდესი სიხარული მომანიჭა.

ვფიქრობ, მხოლოდ ერთი მოდული არ არის ძალიან დიდი გამოცდილება, მაგრამ ბევრ ისეთ საკითხში გავერკვიე, რაზეც აქამდე წარმოდგენა არ მქონდა. ყველაზე საინტერესო გაკვეთილები ალბათ ჯერ კიდევ წინაა. დღეს ჩვენი თაობა ინდუსტრიული ევოლუციის მოწმეა. ვხედავთ ხელოვნური ინტელექტის რობოტებსა და ინტერნეტის შესაძლებლობებს. ტექნოლოგიებმა და ინოვაციებმა მისეულად უნდა გარდაქმნან სამყარო, რაც ბოლო პერიოდში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ამიტომ, მხოლოდ სასკოლო საგნების შესწავლა აღარ იქნება საკმარისი. ჩემს მომავალ პროფესიასაც ალბათ STEM მიმართულებას დავუკავშირებ”, — ამბობს მე-8 კლასის მოსწავლე, ანასტასია კუჭავა.

STEM სკოლის მოსწავლეების შეფასებით, პროექტში განსაკუთრებით იმ ცოდნისა და გამოცდილების მიღების პროცესი მოსწონთ, რომლის შესაძლებლობაც აქამდე სკოლაში არ ჰქონიათ. გარდა იმისა, რომ STEM სკოლის გაკვეთილები საინტერესოდ მიმდინარეობს, სწავლის პროცესი შემეცნებითი და სახალისოცაა.

“სიმართლე რომ ვთქვა, STEM სკოლაზე ჩემი კლასელებიდან ბევრი რამ უკვე ვიცოდი, ამიტომაც ზოგადი წარმოდგენა უკვე შექმნილი მქონდა. ვიცოდი, რომ ისეთ რაღაცებს ვისწავლიდი, რაც რეალობაში გამომადგებოდა და მართალიც აღმოვჩნდი, თუმცა ამასთან ერთად STEM სკოლა ბევრი სხვადასხვა უნარის გაუმჯობესებაზეა კონცენტრირებული. STEM სკოლაში ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზეა საუბარი, რაც ძალიან მიზიდავს. ზოგადად, მინდოდა ინჟინერია უკეთ შემესწავლა და ეს პროექტი ნამდვილად დამეხმარა ამაში. ვფიქრობ, რომ STEM სკოლა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის, რათა ისწავლონ ისეთი საკითხები, რომლებსაც ჩვეულებრივ სკოლებში ვერ ისწავლიან, მით უმეტეს, თუ ვინმე აპირებს მომავალი ინჟინერიას ან რაიმე მსგავსს პროფესიას დაუკავშიროს. ასევე, STEM სკოლა პროგრამირების უნარებსაც ავითარებს, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია”, — ამბობს STEM სკოლის შესახებ გიორგი ჯვარშეიშვილი.

STEM სკოლაში სასწავლო პროცესი ისევ მიმდინარეობს, ხოლო ვინც სასწავლო კურსს წარმატებით გავლის, ბოლოს სერტიფიკატიც გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში სწავლა 400-მდე მოსწავლემ დაიწყო, ხოლო საქართველოს ბანკის სტიპენდია 100-მდე მოსწავლემ მოიპოვა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა