მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

თბილისის ვისკის ფესტივალი 2025 — ბათუმის სანაპიროზე

news image
mbc image

23 აგვისტო | Sheraton Batumi Hotel

პირველად ბათუმში — თბილისის ვისკის ფესტივალი ზღვისპირა განწყობით!

მხოლოდ ერთი დღე და დაუვიწყარი გამოცდილება: პრემიუმ სასმელები, არომატები, ცოცხალი მუსიკა და მრავალფეროვანი გართობა შავი ზღვის ფონზე!

ფესტივალზე დაგხვდებათ:

პრემიუმ ხარისხის ვისკი, ჯინი, რომი, ბრენდი და ქართული ჭაჭა

დეგუსტაციები და მასტერკლასები მოწვეული ექსპერტებისგან

ცოცხალი მუსიკა და მეგობრული ატმოსფერო

და რაც მთავარია — მხოლოდ ჩვენთან:

  • • სიგარების ფართო არჩევანი
  • • კვების ზონა
  • • ტორფიანი შოკოლადები
  • • ნაყინის უგემრიელესი სახეობები

ბილეთის ფასი მოიცავს:

  • • Welcome drink
  • • სასმელ წყალს

გელოდებათ სხვადასხვა გათამაშებები, საჩუქრები, აქტივობები და სიურპრიზები.

ბილეთის ფასი: 65₾

დამატებითი სადეგუსტაციო ჟეტონები: 10 ცალი – 20₾

დრო: 12:00 – 20:00

ლოკაცია: Sheraton Batumi Hotel

ფესტივალი განკუთვნილია მხოლოდ 18+ სტუმრებისთვის

აღმოაჩინე ახალი არომატები, განიტვირთე ზღვის სანაპიროზე და დაესწარი წლის ყველაზე გემოვნებიან ფესტივალს!

ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია — შეიძინე ახლავე!

სტენდებზე ნახავთ და დაადეგუსტირებთ: Ardbeg Distillery, Ardfort Whiskey, Arran, Ballechin, Bardinet, Benromach, Big Peat Whisky, Blackwoods, Bolero, Busnel, Busner, Cognac Gautier, Cutty Sark Whisky, Elijah Craig Bourbon, Evan Williams Bourbon, Finlaggan Whisky, Gibson’s Gin, Glen Scotia Distillery, Glen Turner, Glenallachie, Glenalmond Whisky, Glen Morray, Glenmorangie Distillery, Goldsmith Distillery, Gustav vodka, House of McCallum, Herencia, Jimsher, Johnnie Walker Whisky, Kilchoman, Kilkerran, Label 5, Lagg, Lagavulin Distillery, Laphroaig, Linkwood, Loch Lomond Distillery, Macallan, Magdana, Meukov, Monkey Shoulder Whisky, North Strar, O’Brian Whiskey, Old Virginia, Saint James, Scallywag Whisky, Signatory Vintage Scotch, Singleton Whisky, SMWS, Sombrero Negro, Springbank Distillery, Talisker Distillery, Tamnavulin Distillery, The Forswood, Tobermory, Tullamore D.E.W. Whiskey, Vodka Gustav, Yamazaki.......

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა