ტექნოლოგიური პლატფორმები, რომლებიც მარკეტინგული მიზნების მიღწევას გაგიადვილებთ
ბიზნესის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომხმარებლებთან კომუნიკაცია და სწორი მარკეტინგული კამპანიის გატარება. ეს მოცემულობა თითქმის ყველა მეწარმესა თუ სტარტაპერს კარგად ესმის, მაგრამ ხშირად სამიზნე აუდიტორიის სწორად განსაზღვრის გარეშე საუკეთესოდ დაგეგმილი კამპანიაც კი ვერ იღებს სასურველ შედეგს.
უშუალოდ სათქმელზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ სად, როგორ და ვის ვეუბნებით მას, ამიტომ ჩვენი აქტივობების ეფექტიანობის გასაზრდელად აუცილებელია მარკეტინგული ხელსაწყოებით სარგებლობა და რესურსების სწორად გამოყენება.
საქართველოს ბანკის და Mastercard-ის ბიზნეს მომხმარებლებს აქვთ საშუალება, ბაზარზე წარმოდგენილი საუკეთესო მარკეტინგული ხელსაწყოებით სპეციალური პირობებით ისარგებლონ და ამით ბიზნესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაზარდონ.
სპეციალური პირობები Mastercard-ის შეთავაზებების კატეგორიაშიწარმოდგენილ ათობით სერვისზე ვრცელდება, დღეს კი მათ შესახებ მოგიყვებით, რომელთა დახმარებით თქვენი მარკეტინგი განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.
ინტერნეტში განხორციელებული ძიების 90% Google-ის საძიებო პლატფორმაზე მოდის, რაც მას მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან მარკეტინგულ ხელსაწყოდ აქცევს, რომლის ეფექტიანად ათვისება ნებისმიერი ბიზნესისთვის სარგებლის მომტანია. Google Ads-ის გამოყენებისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია პარამეტრების სწორად შერჩევა, გეგმის შედგენა და კამპანიის ეფექტიანად მართვა, რათა თქვენი რეკლამა Google-ის საძიებო სისტემაში მილიონ სხვა შეთავაზებას შორის არ ჩაიკარგოს. სწორედ ამ მიზნით MeDigit-მა Google Ads-ის მართვის სერვისი შექმნა, რომელიც თქვენთვის მარკეტინგული მენეჯერის როლს შეასრულებს, ამ სერვისის შეძენა კი Mastercard-ის ბიზნეს ბარათით თითქმის 300-დოლარიანი შეღავათითაა შესაძლებელი.
ციფრული მარკეტინგი ვიზუალური ფოტო და ვიდეო მასალის გარეშე რთულად წარმოსადგენია. ხშირად მარკეტინგული კამპანიის წარმატებას მისი ვიზუალური მხარე განსაზღვრავს, რომლის შექმნა სპეციფიკურ ხელსაწყოებს საჭიროებს.
Pixlr Premium-ის პლატფორმა მომხმარებლებს ფოტომასალის რედაქტირების, დამუშავების და გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. მისი დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი ბანერების, პოსტების, სთორების და სხვა სახის კონტენტის მომზადება, რომელიც ბიზნესს სოციალურ მედიასა და ციფრულ არხებში თავის წარმოსაჩენად სჭირდება. პლატფორმა აღჭურვილია AI-ასისტენტით და ის სიმარტივეზეა ორიენტირებული, განსხვავებით Adobe Photoshop-ისა, რომელიც სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს.
საქართველოს ბანკის და Mastercard-ის ბიზნეს ბარათით Pixlr Premium-ზე 25%-იანი ფასდაკლების მიღებაა შესაძლებელი.
Pixlr-ის და Google Ads-ის პლატფორმების დახმარებით მარკეტინგული კონტენტიც შექმენით და მისი ინტერნეტში გაშვებაც მოახერხეთ, მაგრამ ახლა ყველაზე რთული ეტაპის ჯერია, რაც მომხმარებლების მოზიდვას და მათ მომსახურებას მოიცავს. თუკი მომხმარებელი თქვენი პროდუქტის ან სერვისის შეძენას მარტივად ვერ ახერხებს, გამოდის, რომ გაღებულ რესურსს თქვენი ბიზნესისთვის შემოსავალი არ მოაქვს, ეს კი არცერთი კომერციული ორგანიზაციის მიზანი არ არის.
მომხმარებლის ყურადღების რეალურ შედეგად გარდაქმნაში HubSpot-ის პლატფორმა დაგვეხმარება, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტის, სოციალური მედიის მართვის, კონტენტის მენეჯმენტის, ანალიტიკის, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის და ვებჰოსტინგის სერვისებს გვთავაზობს.
HubSpot-ს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები უკვე 17 წელიწადია იყენებენ, მისი სერვისის შეძენა კი Mastercard-ის ბიზნეს ბარათით 20%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი.
წარმატებულ პროდუქტს თავად მომხმარებელი ქმნის. ხშირად ყველაზე ღირებულ რჩევებს სწორედ მომხმარებლები გასცემენ, მათი გათვალისწინება კი ბიზნესს მხოლოდ განავითარებს, ამიტომ მომხმარებლის მოსმენა აუცილებელია. საკომუნიკაციოდ მომხმარებლები სხვადასხვა არხებს ირჩევენ, ამიტომ ბიზნესისთვის აუცილებელია, რომ ის ყველა საჭირო არხში იყოს წარმოდგენილი და გონივრულ ვადებში, ღირსეულ პასუხებს უბრუნებდეს მომხმარებლის შეკითხვებს, რჩევებსა თუ საჩივრებს.
სწორედ ამ სერვისს გვთავაზობს Custumer.io – მულტიმედია მარკეტინგ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელთან კომუნიკაციაზე ორიენტირდება. მისი დახმარებით შესაძლებელია როგორც ტექსტუალური ფორმატით მარკეტინგული კამპანიის განხორციელება, ასევე მონაცემების დამუშავება, მომხმარებლის ქცევის გაანალიზება და მათგან მიღებული პასუხების საფუძველზე პროდუქტისა თუ სერვისი გაუმჯობესება. Mastercard-ის ბიზნეს ბარათით Customer.io-ს Startup Prgram-ით სარგებლობა სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.
როგორც უკვე მოგეხსენებათ, ზემოთ ჩამოთვლილი შეთავაზებებით სარგებლობისთვის Mastercard-ის ბიზნეს ბარათის ფლობაა აუცილებელი. თუ ბარათი ჯერ არ გაქვთ, მისი შეკვეთა კი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკშია შესაძლებელი. ცხადია, სპეციალური პირობები მხოლოდ მარკეტინგულ ხელსაწყოებზე არ ვრცელდება, შეთავაზებების კატალოგი ათობით სხვა საჭირო პროდუქტსაც აერთიანებს, რომელთაც თქვენი ბიზნესის ეფექტიანობის გაზრდა შეუძლიათ, ამიტომ მათ შეთავაზებების გვერდზე აუცილებლად უნდა გაეცნოთ.
საქართველოს ბანკის სხვა ბიზნეს პროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში შეუკვეთეთ Mastercard ბიზნეს ბარათი.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.