წარმოვადგენთ უნიკალური კომბინაციის სასტუმროს დაბალი ფასებითა და მაღალი ხარისხის სერვისებით - Alliance Palace Batumi
გამორჩეული დიზაინის და ადგილმდებარეობის მქონე აპარტსასტუმრო Alliance Palace Batumi ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს.
სასტუმრო მოიცავს 320 სხვადასხვა კატეგორიის კომფორტულ აპარტამენტს ულამაზესი ზღვის ხედით. როგორც ,,ალიანს პალას ბათუმის" წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან ამბობს, აპარტამენტები მორგებულია როგორც სხვადასხვა ტიპის დამსვენებლებისთვის, ასევე ოჯახური და ბიზნეს სეგმენტისთვის.
„ჩვენი სასტუმრო დაბალი ფასებისა და სტუმრების განსაკუთრებული მომსახურეობის უნიკალური კომბინაციაა. სასტუმროს აპარტამენტები აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი ვიზიტორებისთვის და არის კომფორტული დასვენების გარანტია.
„ალიანს პალასი“ მომხმარებელს სთავაზობს დამატებით სერვისებს, როგორიცაა მასაჟი, ბიზნეს ცენტრი, ტრანსფერი, საკონფერენციო დარბაზი და ა.შ. პირველ სართულზე განთავსებული რესტორანი, რომელსაც მართავს საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი შეფ-მზარეული - გურამ ბაღდოშვილი, გამოირჩევა როგორც ქართული, ისე ევროპული და აზიური სამზარეულოთი და მომხმარებელს უნიკალური კერძების დაგემოვნების საშუალებას აძლევს", - აცხადებს სასტუმროს წარმომადგენელი.
ცნობილია, რომ Alliance Palace Batumi სულ რამდენიმე ხნის წინ ტურიზმის ეროვნულ ასოციაციაში გაწევრიანდა.
„ასოციაცია აერთიანებს ტურიზმის სფეროში არსებულ ბიზნესს სეგმენტს. აქვს დიდი დაფარვის არეალი, რაც გულისხმობს ინფორმაციის გავრცელებას ტურიზმის ასოციაციის წევრებთან. ის ეხმარება მასში შემავალ ორგანიზაციებს ტურისტული სერვისების გაუმჯობესებაში, ასევე საშუალებას გვაძლევს გავიცნოთ ახალი კომპანიები და დავამყაროთ ახალი კონტაქტები.
ასოციაციაში არსებული კომიტეტები მუშაობენ ტურიზმის სფეროში პრობლემების აღმოფხვრაზე. აქედან გამომდინარე, ,,ალიანს პალას ბათუმისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ტურიზმის ეროვნულ ასოციაცია გაწევრიანებით", - აცხადებს სასტუმროს წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას.
,,ალიანს პალას ბათუმში" 120 თანამშრომელია დასაქმებული.
2023 წლის ივნისიდან ალიანს პალასი, სასტუმროს მენეჯმენტის ლიდერ კომპანია Aimbridge Hospitality-ს პირველი პარტნიორია საქართველოში.
ახალი მენეჯმენტ კომპანია Aimbridge Hospitality-ს და საუკეთესო გუნდის მეშვეობით, სამომავლოდ ,,ალიანს პალას ბათუმი" ბევრ სიახლეს გეგმავს, მათ შორის არსებული საპარკინგე ზონის გაფართოებას და მოწესრიგებას, რათა მეტი კომფორტი შეუქმნას სტუმარს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.