Visa Gold, Visa Platinum და Visa Infinite ბარათის მფლობელებისთვის 12%მდე ფასდაკლება დიოში
Visa Gold, Visa Platinum და Visa Infinite ბარათის მფლობელებისთვის 12%მდე ფასდაკლება დიოში!
კომპანია „დიო“ 1996 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ორიენტირებულია პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე.
კომპანიაში ინტერიერისა და ექსტერიერის 80-ზე მეტი დასახელების პროდუქტია, თუმცა ასორტიმენტის განახლებასა და ინოვაციური პროდუქციის შეთავაზება/წარმოებას „დიო“ მომხმარებელს პერიოდულად სთავაზობს. სწორედ ამიტომ დღემდე პოპულარული, პრესტიჟული და საიმედო პარტნიორია.
"დიოს" მიერ წარმოებულ პროდუქციას ფართო სპექტრის მომხმარებელი ჰყავს, როგორც ფიზიკური პირები, ისე საქართველოში მოქმედი სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციები. Dio's offer (external link, open new window)" class="vs-link-cta vs-link-inline vs-link-new-window" data-tracking="offer_details_link_124144_1" href="http://dio.ge/georgian/reviews">ორგანიზაციები. სამი საწარმოთი წარმოდგენილი კომპანიის შოუ რუმები თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში მასპინძლობს მომხმარებელს.
კომპანიამ პირველად საქართველოში მოძრავი გადახურვის სისტემა - პერგოლის ადგილობრივი წარმოება დაიწყო, ტექნიკურად აღჭურვილ საწარმოში კი უმაღლესი ხარისხის ევროპული მასალისაგან ადგილზევე მზადდება „დიო“-ს ყველა პროდუქტი.
,,დიო’’ უკვე რამდენიმე წელია ფლობს ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001 : 2008; ISO 9001 : 2015–ის სერტიფიკატებს.
„დიო“-ში წარმოდგენილია:
1. ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები
2. ფარდები, ჟალუზები და როლეტები
3. მწერებისაგან დამცავი ბადეები
4. ტენტები
5. ჟალუზი ,,სანრემო’’
6. გარედამცავი ჟალუზი და ა.შ.
შეთავაზება ძალაშია June 1, 2018 00:00 GMT - December 31, 2023 00:00 GMT
წესები და პირობები
ფასდაკლება არ მოქმედებს სხვა ფასდაკლებებთან და აქციებთან ერთად! ფასდაკლება არ ვრცელდება ექსკლუზიურ პროდუქტებზე.
შეთავაზება ძალაშია 2018 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილ
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.