Wizz Air-ის ავიაბილეთები - შეთავაზებები
რომელ მიმართულებებზეა ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air-ის ავიაბილეთები ყველაზე იაფი? იანვარში ყველაზე იაფად მოხვედრა ქუთასის აეროპორტიდან ვილნიუსშია შესაძლებელი, საკმაოდ დაბალი ტარიფები აქვს ავიაკომპანია Wizz Air-ს პოლონეთის მიმართულებაზეც.
უფრო კონკრეტულად, იანვარში კატოვიცესა და კრაკოვში მოხვედრა 79 ლარიდანაა შესაძლებელი, ხოლო გდანსკსა და ვროცლავში კი 89 ლარიდან. თუ Wizz Air-ის ტარიფებს დავაკვირდებით იანვარში ყველაზე ძვირი ავიაბილეთი პარიზის მიმართულებით ღირს (229 ლარიდან).
რა ღირს Wizz Air-ის ავიაბილეთები ქუთაისიდან (იანვარი)
ქუთაისი KUT - ვილნიუსი VNO - 69 ლარიდან
ქუთაისი KUT - კატოვიცე KTW - 79 ლარიდან
ქუთაისი KUT - კრაკოვი KRK - 79 ლარიდან
ქუთაისი KUT - გდანსკი GDN - 89 ლარიდან
ქუთაისი KUT - ვროცლავი WRO - 89 ლარიდან
ქუთაისი KUT - ლარნაკა LCA - 89 ლარიდან
ქუთაისი KUT - პოზნანი POZ - 89 ლარიდან
ქუთაისი KUT - პრაღა PRG - - 89 ლარიდან
ქუთაისი KUT - რიგა RIX - 89 ლარიდან
ქუთაისი KUT - რომი ფიუმიჩინო FCO - 89 ლარიდან
ქუთაისი KUT - სალონიკი SKG - 89 ლარიდან
ქუთაისი KUT - აბუ-დაბი AUH - 99 ლარიდან
ქუთაისი KUT - ათენი ATH - 109 ლარიდან
ქუთაისი KUT - ბუდაპეშტი BUD - 109 ლარიდან
ქუთაისი KUT - ვარშავა — შოპენი WAW - 109 ლარიდან
ქუთაისი KUT - ვენა VIE - - 109 ლარიდან
ქუთაისი KUT - კოპენჰაგენი CPH - 109 ლარიდან
ქუთაისი KUT - მემინგენი/მიუნხენ-ვესტი FMM - 109 ლარიდან
ქუთაისი KUT - ტალინი TLL - 109 ლარიდან
ქუთაისი KUT - ბრიუსელი შარლერუა CRL - 129 ლარიდან
ქუთაისი KUT - ბერლინ-ბრანდერბურგის BER - 139 ლარიდან
ქუთაისი KUT - მილანი მალპენსა MXP - 139 ლარიდან
ქუთაისი KUT - ჰამბურგის აეროპორტი HAM - 139 ლარიდან
ქუთაისი KUT - დორტმუნდი DTM - 169 ლარიდან
ქუთაისი KUT - კელნი CGN - 169 ლარიდან
ქუთაისი KUT - ფრანკფურტი ჰანი HHN - 169 ლარიდან
ქუთაისი KUT - მადრიდი MAD - 199 ლარიდან
ქუთაისი KUT - პარიზი ბოვე BVA - 229 ლარიდან.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.