მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ზამთრის საბურავები უსაფრთხო მგზავრობისთვის

news image
mbc image

გიზიარებთ ბლოგს: ავტომობილისთვის Საბურავების სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია უსაფრთხო მგზავრობისთვის.

Ზამთარში, როცა ტემპერატურა დაბალია და წინ კიდევ უფრო ცივი თვეები გველოდება, აუცილებელია, მანქანა აღჭურვილი იყოს ზამთრის საბურავებით.

პირველი იანვრიდან, ახალი კანონის მიხედვით, გზის ცალკეული მონაკვეთებისთვის სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა აუცილებელი გახდა.

 

ᲖᲐᲛᲗᲠᲘᲡ ᲡᲐᲑᲣᲠᲐᲕᲔᲑᲘ ᲔᲥᲡᲢᲠᲐᲖᲔ

 

ზამთრის საბურავები

ზამთრის საბურავების ყიდვა ექსტრაზე ძალიან მარტივია, რადგან მრავალფეროვანი არჩევანი გელოდება. შეგიძლია შეიძინო ყველაზე მოთხოვნადი იაპონური საბურავები, ასევე, აღმოაჩენ ფრანგულ, ჩინურ და თურქულ საყოველთაოდ ცნობილ ბრენდებსაც.

Extra-ზე ზამთრის საბურავებს 30%-მდე ფასდაკლებით იყიდი.

 

ᲠᲐ ᲙᲠᲘᲢᲔᲠᲘᲣᲛᲔᲑᲡ ᲣᲜᲓᲐ ᲐᲙᲛᲐᲧᲝᲤᲘᲚᲔᲑᲓᲔᲡ ᲖᲐᲛᲗᲠᲘᲡ ᲡᲐᲑᲣᲠᲐᲕᲘ?

 

მანქანის საბურავი

 ახალი კანონის თანახმად, ზამთრის საბურავებზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო – ფიფქი.

  • მსუბუქი ავტომობილის საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს, არანაკლებ, 3 მმ
  • მიკროავტობუსის და ავტობუსის საბურავის პროტექტორის სიღრმე – არანაკლებ, 4 მმ
  • საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი და საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა

 

რატომ უნდა გამოიყენო ზამთრის საბურავები

 

საბურავი

  • თოვლიან და მოლიპულ გზის საფარზე მოძრაობისას, ზამთრის საბურავებს აქვს ეფექტური მოჭიდება
  • უსაფრთხოდ და სტაბილურად იმოძრავებ სველ, თოვლით დაფარულ და მოყინულ გზებზე
  •  აქვს უკეთესი წევის ძალა – რაც დათოვლილ და მოლიპულ გზებზე ეფექტურად დამუხრუჭების საშუალებას იძლევა

 

ზამთრის საბურავების მასალა

 

საბურავები მანქანისთვის

ზამთრის საბურავები რბილია და დამზადებულია სპეციალური შემადგენლობის რეზინის ნაერთისგან – სილიციუმის დიოქსიდის მაღალი შემცველობით. მასალა მოქნილი რჩება და ეხმარება საბურავს შეინარჩუნოს წევა ცივ ტემპერატურასა და ყინვაში.

 

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲝ ᲖᲐᲛᲗᲠᲘᲡ ᲡᲐᲑᲣᲠᲐᲕᲘᲡ ᲨᲔᲠᲩᲔᲕᲘᲡᲐᲡ:

საბურავები

მაღალი ხარისხის ზამთრის საბურავები კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობისთვის მნიშვნელოვანია.

  1. საბურავის შერჩევისას, გაითვალისწინე რა ზომაა რეკომენდებული შენი მანქანისთვის
  2. დარწმუნდი, რომ არჩეული ზამთრის საბურავები შესაფერისია შენი მანქანის კონკრეტული მარკისა და მოდელისთვის
  3.  დაიცავი გამოყენების წესები და რეკომენდაციები

იმ შემთხვევაში, თუ თანხის ერთიანად გადახდას ვერ ახერხებ, ონლაინ განვადება ან თანხის განაწილება საუკეთესო გამოსავალია. Ექსტრაზე აქტიურია საქართველოს ბანკის, სფეისის, თიბისი ბანკის, ტერა ბანკისა და კრედო ბანკის განვადებები.

მზად ხარ უსაფრთხო მგზავრობისთვის?

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა