17 იანვარს, Samsung-ი ხელოვნური ინტელექტით შთაგონებული პირველი Galaxy-ს პრეზენტაციას გამართავს
17 იანვარს Samsung-ი პირველი Galaxy სმარტფონის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც ხელოვნური ინტელექტითაა შთაგონებული. ეს კ იმას ნიშნავს, რომ Galaxy AI მალე საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი. წარმოდგენილი სიახლე მნიშვნელოვანი ცვლილებაა სმარტფონების ინდუსტრიაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მსოფლიოს გიგანტი კომპანიების მხრიდან AI-ის ინტეგრირების ხარისხის ზრდას საკუთარ მოწყობილობებში.
Galaxy AI-ს პრეზენტაცია 17 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
„აღმოაჩინე AI-ის ახალი ერა. გახსენი კრეატიულობის, პროდუქტიულობის და შესაძლებლობების ახალი ეტაპი - შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოწყობილობასთან ერთად“, - აცხადებენ Samsung-ში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.