DXY-მა, რომელიც ზომავს დოლარის მოძრაობას ექვსი ძირითადი ვალუტის მიმართ, მეექვსე დღის აღმასვლის გაგრძელება ვერ შეძლო - TBC Capital
აშშ დოლარის ინდექსმა (DXY), რომელიც ზომავს დოლარის მოძრაობას ექვსი ძირითადი ვალუტის მიმართ, პარასკევის მერყევ ვაჭრობაში ვერ შეძლო მეექვსე დღის აღმასვლის გაგრძელება. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
თიბისი კაპიტალის ანგარიშშია აღნიშნულია, რომ ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის კომენტარებმა დეკემბერში საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესაძლებლობის მიმართ გაურკვევლობა გამოიწვია.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.