მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

2019 წლის მდგომარეობასთან შედარებით, მსოფლიოში 122 მილიონით მეტი ადამიანი შიმშილობს – გაეროს ანგარიში

news image
mbc image

სხვადასხვა კრიზისის გამო, 2019 წლის მდგომარეობასთან შედარებით, დღეს მსოფლიოში 122 მილიონით მეტი ადამიანი შიმშილობს – ამის შესახებ გაეროს ანგარიშშია ნათქვამი. 

ბოლო კვლევის მიხედვით, მსოფლიოში 735 მილიონი ადამიანი შიმშილობს. 2019 წელს ეს რიცხვი 613 მილიონი იყო.

„პანდემიის, ბუნებრივი კატასტროფებისა და კონფლიქტების, მათ შორის, უკრაინაში ომის შედეგად, მსოფლიოში, 2019 წელთან შედარებით, 122 მილიონით მეტი ადამიანი შიმშილობს“, – ამის შესახებ გაეროს ხუთი სააგენტოს ერთობლივ ანგარიშში „სასურსათო უსაფრთხოება და სურსათის მოხმარება მსოფლიოში“ (SOFI) წერია.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიო სურსათის პროგრამა (WFP) გვაფრთხილებენ, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შიმშილის დასრულების თაობაზე მდგრადი განვითარების მიზნებს 2030 წლისათვის ვერ მივაღწევთ.

მოწოდება შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ 2023 წლის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს 691-დან 783 მილიონ ადამიანამდე შიმშილობდა, საშუალოდ – 735 მილიონი ადამიანი. ეს პანდემიამდელ მონაცემებს 122 მილიონით აღემატება.

2021-2022 წლებში გლობალური შიმშილის ზრდა შეჩერდა, თუმცა, მსოფლიოს ბევრ წერტილში სასურსათო კრიზისები ღრმავდება.

2022 წელს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც შიმშილობს, შემცირდა აზიასა და აფრიკაში, მაგრამ გაიზარდა დასავლეთ აზიაში, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებსა და აფრიკის ყველა ქვერეგიონში.

აფრიკა შიმშილის კუთხით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონად რჩება – კონტინენტზე ყოველი ხუთიდან ერთი ადამიანი შიმშილობს, რაც გლობალურ საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

„არსებობს იმედის სხივები, ზოგიერთი რეგიონი კვალდაკვალ მიჰყვება 2030 წლისათვის ნუტრიციული სამიზნეების შესრულებას. თუმცა, მთლიანობაში, გვჭირდება აქტიური და დაუყოვნებელი გლობალური ძალისხმევა მდგრადი განვითარების მიზნების გადასარჩენად. ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო მედეგი კონფლიქტის და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კრიზისებისა და შოკური პერიოდების მიმართ, რომლებსაც სასურსათო დაუცველობისკენ მივყავართ“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ვიდეომიმართვაში, ნიუ-იორკის სათავო ოფისში ანგარიშის გამოქვეყნებისას.

გაეროს ხუთი სააგენტოს ხელმძღვანელი: FAO-ს გენერალური დირექტორი კუ დონჟუ, IFAD-ის პრეზიდენტი ალვარო ლარიო, UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი ქეთრინ რასელი, WFP-ის აღმასრულებელი დირექტორი სინდი მაკკეინი და WHO-ს გენერალური დირექტორი დოქტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი ანგარიშის წინასიტყვაობაში წერენ:

„ეჭვგარეშეა, მნიშვნელოვანი გამოწვევა ხდება ჩვენთვის მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის სამიზნის – ნულოვანი შიმშილის – მიღწევა. წინასწარი გათვლებით, 2030 წლისთვის თითქმის 600 მილიონი ადამიანი იშიმშილებს. სასურსათო დაუცველობისა და მალნუტრიციის გამომწვევი მთავარი მიზეზები ჩვენს ‘ახალ ნორმად’ იქცა და სხვა არჩევანი აღარ გვაქვს – უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნისთვის, მდგრადი განვითარების მეორე მიზნის (SDG2) მისაღწევად“.

შიმშილს მიღმა 2022 წელი მძიმე იყო სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის მოხამრების მიმართულებით. ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 29.6 პროცენტს, ანუ 2.4 მილიარდ ადამიანს, არ ჰქონდა მუდმივი წვდომა საკვებზე – ეს განიხილება როგორც სურსათის დაუცველობის ზომიერი ან მძიმე გავრცელება. მათ შორის, 900 მილიონ ადამიანს მძიმე სასურსათო დაუცველობის მდგომარეობაში იყო. პარალელურად, გაუარესდა ჯანსაღ კვებაზე წვდომის შესაძლებლობა: 2021 წელს მსოფლიოში 3.1 მილიარდ ადამიანს, რაც 42 პროცენტს შეადგენს, ჯანსაღი კვებისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა.

ეს მონაცემი 2019 წელთან შედარებით 134 მილიონით მეტია. მილიონობით ხუთ წლამდე ბავშვი არასწორი კვებით გამოწვეულ შედეგებს ებრძვის. 2022 წელს, ხუთ წლამდე ასაკის 148 მილიონ ბავშვს (22.3 პროცენტი) სიმაღლეში ჩამორჩენა აღენიშნა, 45 მილიონს (6.8 პროცენტი) – გამოფიტვა ხოლო 37 მილიონს (5.6 პროცენტი) – ჭარბი წონა. გაიზარდა ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვების რაოდენობა: ექვს თვემდე ასაკის ჩვილების 48 პროცენტი საკვებს ამ გზით იღებს, რაც 2025 წლის მიზანთან ახლოსაა. თუმცა, მიზნების მისაღწევად, მეტი ერთიანი ძალისხმევაა საჭირო 2030 წელს მალნუტრიციასთან საბრძოლველად.

ახალი მტკიცებულება: ურბანიზაცია აგროსასურსათო სისტემებში ცვლილებებს ახდენს ანგარიში ასევე განიხილავს ურბანიზაციის ზრდას, როგორც „მეგატრენდს“, რაც ხალხის კვებით ჩვევებზე გავლენას ახდენს. იმ მოცემულობით, რომ 2050 წლისთვის ათიდან თითქმის შვიდი ადამიანი დიდ ქალაქებში იცხოვრებს, მთავრობებმა და შიმშილის დაძლევის, სასურსათო დაუცველობისა და არასწორი კვების მიმართულებით მომუშავე სხვა უწყებებმა ურბანიზაციის ტრენდები უნდა გააანალიზონ და პოლიტიკის შემუშავებისას გაითვალისწინონ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სოფელსა თუ ქალაქში ცხოვრების მიხედვით მარტივი დაყოფის კონცეფცია აღარ არის საკმარისი იმის გასააზრებლად, თუ როგორ გავლენას ახდენს ურბანიზაცია აგროსასურსათო სისტემებზე. სოფლებისა და ქალაქების ურთიერთკავშირის (rural-urban continuum) უფრო კომპლექსური პერსპექტივაა საჭირო და მასში გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანების ურთიერთობები და ქალაქებსა და სოფლებს შორის კავშირის მასშტაბი და ხარისხი. ეს ევოლუცია, პირველად ისტორიაში, სისტემატურად დოკუმენტირებულია თერთმეტ ქვეყანაში. ანგარიშში ჩანს, რომ სურსათის შესყიდვები მაღალია არა მხოლოდ ქალაქებში მცხოვრებ ოჯახებში, არამედ, ისეთ დასახლებებშიც, სადაც ქალაქებსა და სოფლებს შორის მკვეთრი ზღვარი წაშლილია, მათ შორის, ქალაქის ცენტრისგან შორს მაცხოვრებლებშიც. ახალი მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ მაღალდამუშავებული საკვების მოხმარება იზრდება ზოგიერთი ქვეყნის ნახევრადურბანულ და სასოფლო არეალებში.

სამწუხაროდ, გრძელდება სივრცითი უთანასწორობა: სასურსათო დაუცველობას, უფრო მეტად, სოფლად მცხოვრები ხალხი ეჩეხება. სოფლად მცხოვრები ზრდასრული ადამიანების 33 პროცენტსა და ქალაქებში მცხოვრები ზრდასრული ადამიანების 26 პროცენტზე სასურსათო დაუცველობა მძიმედ, ან ზომიერი ხარისხით ახდენს გავლენას. ბავშვთა მალნუტრიციის მიმართულებითაც გამოიკვეთა კონკრეტული მახასიათებლები ურბანული და სასოფლო არეალების კუთხით: ბავშვთა სიმაღლეში ჩამორჩენა უფრო მეტად სოფლებში იმატებს (35.8 პროცენტი), ვიდრე ქალაქებში (22.4). ასევე, მეტად ფიქსირდება სოფლად მცხოვრებ ბავშვებში გამოფიტვა (10.5 პროცენტი), ვიდრე ქალაქებში (7.7 პროცენტი). ოდნავ მეტად იზრდება ჭარბწონიანი ბავშვების რიცხვი ურბანულ არეალში (5.4 პროცენტი) სოფლებთან შედარებით (3.5 პროცენტი).

ანგარიშში მოცემულია რეკომენდაცია, რომ სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის მოხმარების ეფექტურად ხელშეწყობისათვის, პოლიტიკური ჩართულობის, ქმედებებისა და ინვესტიციების შემთხვევაში, უნდა იხელმძღვანელონ მას შემდეგ, რაც კარგად იქნება გააზრებული სოფლებისა და ქალაქების უწყვეტობის კომპლექსური და ცვალებადი კავშირი აგროსასურსათო სისტემებთან.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება

03.07.2026.19:00

Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება. ახალი ლაუნჯის კონცეფცია უკვე დაინერგა მიუნხენისა და ფრანკფურტის Emirates Lounge-ებში, ხოლო მომდევნო თვეებში მისი გაფართოება იგეგმება მანჩესტერში, მავრიკიასა და სტამბოლში.

Emirates-ის ინფორმაციით, კომპანია თითოელ ახალი თაობის ლაუნჯში დაახლოებით $13.6 მილიონზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, რათა გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა ძირითად საერთაშორისო მიმართულებებზე.

რედიზაინი აერთიანებს ავიაკომპანიის უახლესი თვითმფრინავების სალონების დიზაინის ელემენტებს, რაც აისახება აეროპორტის სივრცეებში - განახლებული ავეჯით, ტექნოლოგიებით, სასადილო ზონებით, ადგილობრივად შთაგონებული მენიუებით და სპეციალური სივრცეებით მუშაობის, დასვენებისა და სოციალური ურთიერთობისთვის.

ავიაკომპანიის განცხადებით, ახალი ლაუნჯის დიზაინი მომავალში იქნება Emirates-ის ლაუნჯების გლობალური სტანდარტის საფუძველი.

Emirates-ის თავმჯდომარის მოადგილემ და ოპერაციების მთავარმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ ეს ინვესტიცია ასახავს კომპანიის ფოკუსს მგზავრის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მთელი მოგზაურობის განმავლობაში.

„ჩვენი ინვესტიცია ახალი თაობის ლუქს-ლაუნჯების კონცეფციაში ასახავს Emirates-ის მუდმივ ერთგულებას, უზრუნველყოს უწყვეტი და პრემიუმ გამოცდილება მოგზაურობის ყველა ეტაპზე,“ - განაცხადა მან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა