2022 წელს რუსეთის ბაზარი იაპონური კომპანიების 60%-მა დატოვა
წლის განმავლობაში იაპონური კომპანიების 60%-ზე მეტმა ნაწილობრივ ან მთლიანად შეაჩერა მუშაობა რუსეთში.
ამის შესახებ რუსული მედია იაპონიის საგარეო ვაჭრობის განვითარების ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს.
ორგანიზაციის მონაცემებით, იაპონური კომპანიების 35,4% კვლავ განაგრძობს რუსეთში მუშაობას „როგორც ადრე“.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.