2024 წლის ბოლოსთვის ინფლაციამ შესაძლოა 36%-ს მიაღწიოს - თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი
მოსალოდნელია, რომ 2024 წლის ბოლოსთვის თურქეთში ინფლაცია 36%-ს შეადგენს, - ამის შესახებ თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალმა ხელმძღვანელმა ფატიჰ კარაჰანმა განაცხადა, როდესაც მარეგულირებლის 2024 წლის გეგმებზე საუბრობდა.
„ინფლაციის შემცირებამდე ჩვენ შევინარჩუნებთ მკაცრ მონეტარული პოლიტიკას. მიმდინარე გლობალური რისკების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია კვლავ შემცირდეს და 2024 წლის ბოლოსთვის 36%-ს მიაღწევს“, - თქვა ფატიჰ კარაჰანმა.
კარაჰანის თქმით, იანვრის ინფლაციის მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
"იანვრის წინასწარი მონაცემებით, საგარეო ვაჭრობის დინამიკა გაუმჯობესდა. გაუმჯობესება დაფიქსირდა მიმდინარე საგადასახდელო ბალანსშიც", - თქვა ფატიჰ კარაჰანმა.
თურქეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი ადრე იტყობინება, რომ იანვარში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 64,86% შეადგინა, დეკემბერში კი 64,77%.
თავის მხრივ, დამოუკიდებელ ეკონომისტთა ჯგუფი (ENAG) იტყობინება, რომ იანვარში თურქეთში წლიურ დონეზე ინფლაციამ 129,11% შეადგინა, დეკემბერში კი 127,2%.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.