მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2024 წლის პირველ ნახევარში თურქეთში ტურისტების რაოდენობა 13,9%-ით გაიზარდა

news image
mbc image

2024 წლის პირველ ნახევარში თურქეთში ტურისტების რაოდენობა 13,9%-ით გაიზარდა. ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის 2024 წლის პირველი ნახევრის შედეგები შეაჯამა, სადაც  მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობა 13,9%-ით გაიზარდა და 26,1 მილიონს მიაღწია.  

თურქეთის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი იმავე პერიოდში 9,3%-იანი ზრდა აჩვენა და 23,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ თურქეთის საშუალო დღიური ხარჯი ერთ ვიზიტორზე 98 აშშ დოლარს აღწევს.  

თურქეთმა მიაღწია უდიდეს ზრდას ძირითად სამიზნე ბაზრებზე რუსეთიდან, გერმანიიდან და გაერთიანებული სამეფოდან. ქვეყნის საერთაშორისო ტურისტების ძირითადი ნაწილი ისვენებს ანტალიაში, სტამბულში, იზმირსა და მუღლაში, რომლებიც თურქეთის მთავარ ტურისტულ ცენტრებს წარმოადგენს. 

სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში რუსი ტურისტების რაოდენობამ 2,7 მლნ შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ია.

იმავე პერიოდში გერმანელი ვიზიტორების რაოდენობამ 2,5 მილიონს გადააჭარბა, ხოლო გერმანიის ბაზარზე ზრდამ 9% შეადგინა.  გაერთიანებულმა სამეფომ კი  19%-იანი ზრდა აჩვენა, რადგან თითქმის 1,8 მილიონი ბრიტანელი ეწვია წელს თურქეთს. ასევე, აღსანიშნავია, რომ    წლის პირველ 6 თვეში თურქეთს ეწვია 56 000-ზე მეტი იაპონელი ვიზიტორი, რაც 96%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მოთხოვნა იზრდება კულტურულ მემკვიდრეობაზეც. თურქეთის უნიკალური ისტორიული, კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობა მთელ მსოფლიოში ცნობილია.  2024 წლის პირველ ექვს თვეში თურქეთის მუზეუმებმა და ისტორიულმა ობიექტებმა თითქმის 14 მილიონი ვიზიტორს უმასპინძლა, რაც 12%-იან ზრდას ნიშნავს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  საგულისხმოა, რომ თურქეთის ყველაზე მონახულებაში მემკვიდრეობის ძეგლები ამ პერიოდში იყო ეფესო იზმირში, მევლანას მუზეუმი კონიაში, იერაპოლისი და ფამუქალე დენიზლიში, გორემე და ზელვე/ფაშაბაღლარი კაპადოკიაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა