2024 წლის პირველ ნახევარში თურქეთში ტურისტების რაოდენობა 13,9%-ით გაიზარდა
2024 წლის პირველ ნახევარში თურქეთში ტურისტების რაოდენობა 13,9%-ით გაიზარდა. ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის 2024 წლის პირველი ნახევრის შედეგები შეაჯამა, სადაც მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობა 13,9%-ით გაიზარდა და 26,1 მილიონს მიაღწია.
თურქეთის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი იმავე პერიოდში 9,3%-იანი ზრდა აჩვენა და 23,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ თურქეთის საშუალო დღიური ხარჯი ერთ ვიზიტორზე 98 აშშ დოლარს აღწევს.
თურქეთმა მიაღწია უდიდეს ზრდას ძირითად სამიზნე ბაზრებზე რუსეთიდან, გერმანიიდან და გაერთიანებული სამეფოდან. ქვეყნის საერთაშორისო ტურისტების ძირითადი ნაწილი ისვენებს ანტალიაში, სტამბულში, იზმირსა და მუღლაში, რომლებიც თურქეთის მთავარ ტურისტულ ცენტრებს წარმოადგენს.
სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში რუსი ტურისტების რაოდენობამ 2,7 მლნ შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ია.
იმავე პერიოდში გერმანელი ვიზიტორების რაოდენობამ 2,5 მილიონს გადააჭარბა, ხოლო გერმანიის ბაზარზე ზრდამ 9% შეადგინა. გაერთიანებულმა სამეფომ კი 19%-იანი ზრდა აჩვენა, რადგან თითქმის 1,8 მილიონი ბრიტანელი ეწვია წელს თურქეთს. ასევე, აღსანიშნავია, რომ წლის პირველ 6 თვეში თურქეთს ეწვია 56 000-ზე მეტი იაპონელი ვიზიტორი, რაც 96%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მოთხოვნა იზრდება კულტურულ მემკვიდრეობაზეც. თურქეთის უნიკალური ისტორიული, კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობა მთელ მსოფლიოში ცნობილია. 2024 წლის პირველ ექვს თვეში თურქეთის მუზეუმებმა და ისტორიულმა ობიექტებმა თითქმის 14 მილიონი ვიზიტორს უმასპინძლა, რაც 12%-იან ზრდას ნიშნავს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საგულისხმოა, რომ თურქეთის ყველაზე მონახულებაში მემკვიდრეობის ძეგლები ამ პერიოდში იყო ეფესო იზმირში, მევლანას მუზეუმი კონიაში, იერაპოლისი და ფამუქალე დენიზლიში, გორემე და ზელვე/ფაშაბაღლარი კაპადოკიაში.
სხვა სიახლეები
Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება
03.07.2026.19:00
Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება. ახალი ლაუნჯის კონცეფცია უკვე დაინერგა მიუნხენისა და ფრანკფურტის Emirates Lounge-ებში, ხოლო მომდევნო თვეებში მისი გაფართოება იგეგმება მანჩესტერში, მავრიკიასა და სტამბოლში.
Emirates-ის ინფორმაციით, კომპანია თითოელ ახალი თაობის ლაუნჯში დაახლოებით $13.6 მილიონზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, რათა გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა ძირითად საერთაშორისო მიმართულებებზე.
რედიზაინი აერთიანებს ავიაკომპანიის უახლესი თვითმფრინავების სალონების დიზაინის ელემენტებს, რაც აისახება აეროპორტის სივრცეებში - განახლებული ავეჯით, ტექნოლოგიებით, სასადილო ზონებით, ადგილობრივად შთაგონებული მენიუებით და სპეციალური სივრცეებით მუშაობის, დასვენებისა და სოციალური ურთიერთობისთვის.
ავიაკომპანიის განცხადებით, ახალი ლაუნჯის დიზაინი მომავალში იქნება Emirates-ის ლაუნჯების გლობალური სტანდარტის საფუძველი.
Emirates-ის თავმჯდომარის მოადგილემ და ოპერაციების მთავარმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ ეს ინვესტიცია ასახავს კომპანიის ფოკუსს მგზავრის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მთელი მოგზაურობის განმავლობაში.
„ჩვენი ინვესტიცია ახალი თაობის ლუქს-ლაუნჯების კონცეფციაში ასახავს Emirates-ის მუდმივ ერთგულებას, უზრუნველყოს უწყვეტი და პრემიუმ გამოცდილება მოგზაურობის ყველა ეტაპზე,“ - განაცხადა მან.