2025 წელს ევროკავშირის მოსახლეობის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა - სტატისტიკა
2025 წელს ევროკავშირის მოსახლეობის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა. ევროკავშირის მოსახლეობა შეფასებით 452.0 მილიონ ადამიანს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 706 000-ით მეტია. ეს ევროკავშირში მოსახლეობის ზრდის მორიგი წელია, მას შემდეგ, რაც 2021 წელს, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, მოსახლეობის შემცირება დაფიქსირდა.
2012 წლიდან ევროკავშირში მოსახლეობის ბუნებრივი კლება კომპენსირდება დადებითი წმინდა მიგრაციით.
აღნიშნულ ინფორმაციას Eurostat-ი აქვეყნებს.
2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ევროკავშირის მოსახლეობა 2016 წელთან შედარებით 8.0 მილიონით, ხოლო 2006 წელთან შედარებით 16.0 მილიონით მეტი იყო.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.