მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

2025 წელს SOCAR-ის მოგება 3,3 მლრდ დოლარს გადააჭარბებს - Fitch Ratings

news image
mbc image

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის პროგნოზით, 2025 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მთლიანი შემოსავალი 45,94 მილიარდ დოლარს მიაღწევს, 

ანალიტიკოსების შეფასებით, საოპერაციო მოგება პროცენტამდე, გადასახადამდე, ამორტიზაციამდე (EBITDA) იქნება $3.32 მილიარდი.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ნავთობისა და გაზის ბაზარზე არსებულმა ხელსაყრელმა ვითარებამ დადებითი გავლენა იქონია SOCAR-ის ფინანსურ მაჩვენებლებზე.

2024 წელს კომპანიამ სავარაუდოდ 50,61 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მისმა საოპერაციო EBITDA-მ 3,54 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

მოსალოდნელია, რომ EBITDA მარჟა 2025 წლისთვის გაიზრდება 7%-დან 7.2%-მდე.

Fitch ასევე ხაზს უსვამს, რომ SOCAR-ი ავლენს უფრო მაღალ მომგებიანობას ცენტრალურ აზიელ კონკურენტებთან შედარებით (KazMunayGas, Uzbekneftegaz), რაც აიხსნება კომპანიის აქტიური სავაჭრო საქმიანობით საერთაშორისო ბაზრებზე.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image McDonald’s განმეორებითი ვიზიტების წასახალისებლად ლოიალობის მრავალდონიან პროგრამას შექმნის

02.10.2026.16:00

McDonald’s-ის მარკეტინგის მთავარმა ოფიცერმა ინვესტორთა დღეს განაცხადა, რომ კომპანია ლოიალობის პროგრამას ახალ, მრავალდონიან სისტემაზე გადაიყვანს. ცვლილების მიზანია უფრო მკაფიოდ განასხვავოს ერთმანეთისგან ხშირი და შემთხვევითი მომხმარებლები.

ეს გადაწყვეტილება რესტორნების სექტორში არსებულ ტენდენციას მოჰყვება, რომლის მიხედვითაც კომპანიები ლოიალობის პროგრამებში მრავალდონიან სისტემებს ნერგავენ და ფართო მასშტაბით ფასდაკლებების შეთავაზებაზე ნაკლებად არიან ორიენტირებული, რადგან ასეთმა პრაქტიკამ შესაძლოა მოგების მარჟებზე უარყოფითად იმოქმედოს. Starbucks-მა ლოიალობის პროგრამაში ანალოგიური ცვლილების შესახებ იანვარში განაცხადა.

McDonald’s-ის მიზანი იქნება, ლოიალობის პროგრამაში ახალი წევრები მოიზიდოს და არსებული წევრების მიერ შესყიდვების სიხშირე გაზარდოს. 

ყველაზე აქტიური ორი კატეგორია, ჯამში, მსოფლიოში 220 მილიონ წევრს აერთიანებს. მათ შორის არიან მომხმარებლები, რომლებიც McDonald’s-ს თვეში ერთხელზე ხშირად სტუმრობენ, ასევე ისინი, რომლებიც რესტორანში 90 დღეში ერთხელ მაინც მიდიან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა