2025 წლისთვის დუბაიში და აბუ დაბიში მფრინავი ტაქსებისთვის პირველი „ვერტიკალური“ აეროპორტები გაიხსნება
2025 წლისთვის დუბაიში და აბუ დაბიში მფრინავი ტაქსებისთვის პირველი „ვერტიკალური“ აეროპორტები (ვერტიპორტები) გაიხსნება.
აეროპორტების მშენებლობას საჰაერო ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი კომპანია Archer ავიამომსახურების ოპერატორ Falcon Aviation-თან თანამშრომლობით განახორციელებს.
საჰაერო ტაქსი Midnight, პილოტირებული ოთხადგილიანი ელექტრო თვითმფრინავი, რომელიც შექმნილია კომპანია Archer-ის მიერ შეიქმნა სწრაფი ფრენებისთვის. საჰაერო ტაქსი იმუშავებს დუბაისა და აბუ დაბის ვერტიპორტებს შორის.
როგორც არაბეთის გაერთიანებული საამიროების გამოცემები აღნიშნავენ, ინოვაციის წყალობით მგზავრობის დრო საგრძნობლად შემცირდება: მანქანით 60-90 წუთიანი მგზავრობის ნაცვლად, ელექტრო ავიატაქსით მგზავრობა 10-30 წუთში იქნება შესაძლებელი.
ისინი გვპირდებიან, რომ ფრენები იქნება არა მხოლოდ უსაფრთხო, დაბალი ხმაურით, არამედ კონკურენტუნარიანი იქნება სახმელეთო ტრანსპორტთან შედარებით.
სხვა სიახლეები
ნავთობის ფასი ბოლო თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა
14.07.2026.14:28
ნავთობის ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა და ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადა განაახლა, ხოლო ორმა ქვეყანამ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები გააძლიერა, რამაც ენერგონაკადების გარშემო გაურკვევლობა გაზარდა.
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1,50 დოლარით, ანუ 1,8%-ით გაიზარდა და ბარელზე 84,80 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate (WTI) 1,70 დოლარით, ანუ 2,2%-ით გაძვირდა და ბარელზე 79,84 დოლარი გახდა.
მანამდე ორივე კონტრაქტის ფასი ბარელზე 2 დოლარზე მეტით იზრდებოდა, თუმცა მოგვიანებით მათ პოზიციები ნაწილობრივ დათმეს. წინა დღეს Brent-ის ფასი 9,6%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა იყო.
ამჟამად ნავთობის ფასები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 17 ივნისს ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.