მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

2025 წლისთვის მოცვის მსოფლიო წარმოება 3 მლრდ კგ-ს მიაღწევს - IBO

news image
mbc image

მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBO) თანახმად, მოცვის წარმოება 2025 წლისთვის 3.0 მლრდ კგ-ს მიაღწევს. როგორც Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, ზრდას განაპირობებს ახალი სახეობების გაშენებული ფართობი და გაზრდილი პროდუქტიულობა.

ირკვევა, რომ მოცვის გლობალური წარმოება წლიურად საშუალოდ 19.6%-ით გაიზარდა 2017-2021 წლებში და 1.8 მლრდ კგ-ს მიაღწია.

მსოფლიოში მოცვის დარგული ფართობი საშუალოდ წელიწადში 10.8%-ით იზრდებოდა 2017 წლიდან მოყოლებული და 2021 წელს 235’000 ჰა-ს მიაღწია. აქედან 186’000 ჰა იყო მსხმოიარე. IBO-ს ინფორმაციით, პროდუქტის პოპულარობის ზრდის შედეგად, მოსალოდნელია მოცვის ბაღების შემდგომი ზრდა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებსა და ჩინეთზე მსოფლიოს წარმოების 45.0% მოდის 2021 წელს. მათი მოსავლიანობა შედარებით დაბალია, თუმცა პირველობას ინარჩუნებენ გაშენებული ფართობების სიდიდის ხარჯზე. პერუს და ესპანეთს აქვთ ყველაზე ხელსაყრელი კლიმატური პირობები და ნიადაგი მოცვის წარმოებისთვის, რის შედეგადაც მათი მოსავლიანობა ყველაზე მაღალია.

„მსოფლიოს მოცვის წარმოებაში საქართველო უმნიშვნელო პოზიციას იკავებს, თუმცა 1 ჰექტარზე მოსავლიანობით (14.5 ტონა) საქართველო უსწრებს არაერთ ქვეყანას და მსოფლიოში მე-7 ადგილზე დგას.

ლურჯი მოცვის მოხმარებამ მსოფლიოში 1.8 მლრდ კგ შეადგინა 2021 წელს. აქედან 67.1% იყო ახალი და 32.9% გადამუშავებული მოცვი. აშშ-ს და ჩინეთის წილმა ჯამურ მოხმარებაში 59.9% შეადგინა. ეს 2 ქვეყანა მოცვის უმსხვილესი მწარმოებლებიც არიან, მაგრამ მაღალი მოხმარებიდან გამომდინარე, ორივე ქვეყანა წმინდა იმპორტიორია.

მოცვის მსოფლიო ექსპორტი 2017-22 წლებში გაორმაგდა და 917.0 მლნ კგ-ს მიაღწია 2022 წელს. უმსხვილესი ექსპორტიორები იყვნენ პერუ, ჩილე და ესპანეთი. მათი წილი 2022 წლის მსოფლიო ექსპორტში 50.7%-ს შეადგენდა. საქართველოდან მოცვის ექსპორტი ამჟამად მცირეა და ჯამური მსოფლიო ექსპორტის მხოლოდ 0.2%-ს შეადგენდა 2022 წელს“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.

მსოფლიოში მოცვის ექსპორტის საშუალო ფასი კგ-ზე 5.2 აშშ დოლარი იყო. ჩილე და მაროკო არიან მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორები.

საქართველო ექსპორტს ივნისსა და ივლისში ახორციელებს. ივნისში ფასი მაღალია, რადგანაც ესპანეთი ახდენს გავლენას ფასზე. ივლისში ფასები ვარდება, რადგან კანადა ზრდის წარმოებას და მსოფლიო ბაზარს აწვდის იაფ მოცვს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

18.08.2026.15:22

თურქეთის ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა ტრამპს ირანთან სამშვიდობო დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ღაზის სექტორში სამშვიდობო პროცესსა და უკვე მიღწეული შეთანხმებების განხორციელებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა