93 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი, ვალენტინო გარავანი
93 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი და ბიზნესმენი, ვალენტინო გარავანი, რომელიც მსოფლიოსთვის უბრალოდ „ვალენტინოს“ სახელით იყო ცნობილი. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.
ვალენტინო გარავანი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა საქველმოქმედო ფონდმა გაავრცელა.
სამოციანი წლებიდან იგი მთელ მსოფლიოში ცნობილი იყო თავისი ქალის საღამოს კაბების უკიდურესი ელეგანტურობით, ასევე წითელი ფერის იმ ტონალობით, რომელსაც საკუთარი სახელი მიანიჭა - Rosso Valentino.
მან კომპანიაში თავისი პოსტი 2008 წლის იანვარში, 75 წლის ასაკში, 45-წლიანი კარიერის შემდეგ დატოვა.
რამდენიმე წელია, იგი განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.