მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ADB-მ განვითარებადი აზიის 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.9%-მდე გაზარდა

news image
mbc image

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ინდოეთში ძლიერი შიდა მოთხოვნით გამოწვეული მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო, გაზარდა. 

როგორც ADB-ში განმარტავენ, რეგიონის ეკონომიკის ზრდა წელს 4.9%-ით არის მოსალოდნელი, სექტემბერში ნავარაუდევ 4.7%-თან შედარებით. მომავალი წლის ზრდის პროგნოზი 4.8%-ზე შენარჩუნდა. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკის ზრდას წელს 5.2%-ით ელოდებიან, აქამდე ნავარაუდევი 4.9%-ის ნაცვლად, რაც გამოწვეულია მესამე კვარტალში საოჯახო მოხმარებისა და სახელმწიფო ინვესტიციების ზრდით. ინდოეთის ზრდის მოლოდინი 6.3%-დან 6.7%-მდე გამყარდა, რაც შედეგად მოჰყვა ივლის-სექტემბერში მრეწველობაში დაფიქსირებულ ორნიშნა, მოსალოდნელზე ძლიერ ზრდას. ცვლილებებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და ინდოეთის ეკონომიკებში შეცვალა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის შემცირებული პროგნოზი, რაც ადგილობრივ მრეწველობაში არასახარბიელო მდგომარეობით იყო გამოწვეული. 

“განვითარებადი აზია განაგრძობს ძლიერ ზრდას მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა. ინფლაცია რეგიონში თანდათან კონტროლს უბრუნდება. რჩება ისეთი გლობალური კლიმატური მოვლენებისგან გამოწვეული რისკები, როგორიცაა ელ-ნინიო. აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მთავრობები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ განვითარებულ მოვლენებს, რათა უზრუნველყონ ეკონომიკების მედეგობა და მდგრადი ზრდა“,  განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა.

აზიის განვითარების პროგნოზის 2023 წლის დეკემბრის გამოცემის მიხედვით რეგიონის ინფლაციის პროგნოზი წელს 3.6%-დან 3.5%-მდე შემცირდა. მომავალი წლისათვის ინფლაციის 3.5%-დან 3.6%-მდე მატებაა მოსალოდნელი. 

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ზრდის პროგნოზი წელს 4.6%-დან 4.3%-მდე შემცირდა პროდუქციის ექსპორტზე შესუსტებული მოთხოვნის გამო. კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზი მცირედით გაიზარდა, ხოლო წყნარი ოკეანის რეგიონში უცვლელი დარჩა. 

ეკონომიკურ პერპექტივებს საფრთხეს უქმნის განუწყვეტლივ მზარდი საპროცენტო განაკვეთები აშშ-სა და სხვა მოწინავე ეკონომიკებში, რამაც შესაძლოა გაზარდოს ფინანსური არასტაბილურობა რეგიონის მყიფე, განსაკუთრებით კი მაღალი ვალის მქონე ეკონომიკებში. ელ-ნინიოს რთული კლიმატური პირობებით ან რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეულმა მიწოდების ჯაჭვების რღვევამ შესაძლოა გაამწვავოს ინფლაცია, გასაკუთრებით საკვებსა და ენერგორესურსებთან მიმართებაში.

ADB-ს მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა