მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

ADB-მა იაპონურ იენში დენომინირებული ობლიგაცია გამოუშვა

news image
mbc image

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) იაპონურ იენში (JPY) დენომინირებული წყლის თემატიკის ობლიგაცია გამოუშვა, რომლის მეშვეობით მოზიდული სახსრები აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მდგრადი სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსების მართვისა და სასურსათო უსაფრთხოების მხარდამჭერი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. ეს არის ADB-ის პირველი იენში დენომინირებული თემატური ემისია და იენში განხორციელებული ADB-ის მესამე უმსხვილესი ემისია.

20 მილიარდი იენის (126 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი) მოცულობის, 7-წლიანი ობლიგაცია შეიძინა Zenkyoren-მა (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ეროვნული ურთიერთდაზღვევის ფედერაცია), ხოლო გარიგების ორგანიზატორი იყო Daiwa Capital Markets Europe Limited.

„წყლის თემატიკის ეს ობლიგაცია ცხადყოფს ADB-სა და იაპონელ ინვესტორებს შორის პარტნიორობის სიძლიერეს და მობილიზებას უკეთებს კერძო სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დაფინანსებას მედეგი სოფლის მეურნეობისა და წყალმომარაგების სერვისებისთვის, ამავდროულად კი ხელს უწყობს მოწყვლადი თემებისთვის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - განაცხადა ADB-ის ხაზინადარმა ტობიას ჰოშკამ.

2021-2025 წლებში ADB-მ წყლის სექტორში 12.7 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოყო, რამაც დაახლოებით 63 მილიონ ადამიანს მოუტანა სარგებელი. ADB-ის წყლის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები მოიცავს პროექტებს სარწყავი სისტემების მოდერნიზაციის, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის, სტიქიური უბედურებების მიმართ მედეგობის, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაუმჯობესებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდაჭერის მიზნით. ეს პროექტები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის მედეგობის გაძლიერებას, სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის წყლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და რეგიონული სასურსათო მიწოდების ჯაჭვების უფრო უსაფრთხო და მდგრად განვითარებას.

ADB არის წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ბანკი, რომელიც აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ ზრდას უჭერს მხარს. წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით, რათა კომპლექსურ გამოწვევებს ერთობლივად გაუმკლავდეს, ADB ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიულ პარტნიორობებს იყენებს ადამიანების ცხოვრების გარდაქმნის, ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და ჩვენი პლანეტის დაცვის მიზნით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ინვესტორები Starbucks-ის მოგების მარჟის ზრდას ელიან - დეტალები

16.09.2026.12:00

ბრაიან ნიკოლის მიერ Starbucks-ის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობის პირველი ორი წელი, საერთო ჯამში, წარმატებული აღმოჩნდა - მაღაზიების გაუმჯობესებასა და მარკეტინგზე ფოკუსირებამ მსოფლიოს უმსხვილეს ყავის ქსელში მომხმარებლების დაბრუნებას შეუწყო ხელი.

თუმცა, რესტრუქტურიზაციის სტრატეგიამ „Back to Starbucks“ ხარჯები გაზარდა და კომპანიის მარჟებზე ზეწოლა გააძლიერა. ნიკოლისთვის, რომელიც ოთხშაბათს CEO-ს პოსტზე მუშაობის ორ წელს აღნიშნავს, მომდევნო ორი წელი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს იმის დასადგენად, შეძლებს თუ არა აღდგენის პროცესი იმ მდგრადი მოგების გენერირებას, რომელსაც ინვესტორები ითხოვენ.

როდესაც ნიკოლმა 2024 წლის სექტემბერში Starbucks-ის ხელმძღვანელობა ჩაიბარა, კომპანიას ზედიზედ სამი კვარტალი ჰქონდა დასრულებული შედარებადი გაყიდვების კლებით. ეს მომხმარებელთა უკმაყოფილებაზე მიუთითებდა, რასაც ხანგრძლივი ლოდინის დრო, არაეფექტური აქციები და ზედმეტად რთული მენიუ განაპირობებდა.

გაყიდვების კლება კიდევ სამი კვარტლის განმავლობაში გაგრძელდა, სანამ აღდგენა დაიწყებოდა. 28 ივნისს დასრულებულ ფისკალურ მესამე კვარტალში Starbucks-ის შედარებადი გაყიდვები 7.9%-ით გაიზარდა, რაც ზედიზედ გაუმჯობესების უკვე მეოთხე კვარტალი იყო.

მოკლევადიან პერიოდში მარჟების გაუმჯობესების ნაცვლად, ნიკოლმა პრიორიტეტად მომხმარებელთა კმაყოფილება დააყენა. სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა Starbucks-ის გადაწყვეტილება, დამატებით ასობით მილიონი დოლარი დაეხარჯა პერსონალის გაზრდაზე, რათა ლოდინის დრო შეემცირებინა, ასევე მაღაზიების გასაუმჯობესებლად და იმ ყავის სახლის ატმოსფეროს აღსადგენად, რომელმაც Starbucks-ს გლობალური ბრენდის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა