ADB-ს სექტორებისა და თემატური მიმართულებების საკითხებში ახალი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ვემპი საპუტრა სექტორებისა და თემატური მიმართულებების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტად სამი წლის ვადით დანიშნა.
„ვემპი საპუტრას აქვს გამოცდილება, პროფესიული განსჯისა და ლიდერობის ის უნარები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ჩვენი წევრი ქვეყნები სულ უფრო კომპლექსური და ერთმანეთთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგანან,“ - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ.
ვემპი საპუტრა ამ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას, სავარაუდოდ, 2026 წლის სექტემბერში დაიწყებს. სექტორებისა და თემატური მიმართულებების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის რანგში იგი უხელმძღვანელებს ADB-ის სექტორულ დეპარტამენტებს, კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტს, ასევე ბიზნესინტელექტისა და ოპერაციების კოორდინაციის ოფისს.
სხვა სიახლეები
ADB-მ მონღოლეთში ახალი ქვეყნის დირექტორი დანიშნა
11.08.2026.13:00
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) მონღოლეთში ახალი ქვეყნის დირექტორი დანიშნა. მან თანამდებობის შესრულება დღეს დაიწყო.
ჯონ ჯუჰიუნ ჯეონგი უხელმძღვანელებს ADB-ის საქმიანობას მონღოლეთში, მათ შორის 2025–2028 წლებისთვის შემუშავებული ქვეყნის პარტნიორობის სტრატეგიის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს მონღოლეთის ძალისხმევის მხარდაჭერას დივერსიფიცირებული, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.
მას 17 წელზე მეტი ხნის პროფესიული გამოცდილება აქვს, მათ შორის 9 წელი ADB-ში. ბოლო პერიოდში ის ADB-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის პოზიციას იკავებდა და ინსტიტუციურ პრიორიტეტებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე სტრატეგიულ კონსულტაციებსა და მხარდაჭერას უზრუნველყოფდა.
მანამდე ის ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტში აგრობიზნესის მიმართულებით კერძო სექტორის საინვესტიციო პროექტებს ხელმძღვანელობდა, მათ შორის მონღოლეთშიც.