მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ADB თურქეთის ფინანსურ სალიზინგო სექტორში პირველ გარიგებას აფორმებს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა მიზნით - მოცულობა $50 მილიონია

news image
mbc image

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) თურქეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სალიზინგო კომპანიასთან, Yapı Kredi Leasing-თან, 50 მილიონი აშშ დოლარის საშუალოვადიანი დაფინანსების ხელშეკრულება გააფორმა. გარიგების მიზანია კომპანიის მდგრადი სალიზინგო ოპერაციების მეშვეობით განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტიანობისა და მწვანე ინდუსტრიის დაფინანსების გაფართოება.

„ეს არის ADB-ის პირველი გარიგება თურქეთის ფინანსური ლიზინგის სექტორში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის პროდუქტიული ინვესტიციების დაფინანსებაში“, - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ლეა გუტიერესმა. „სალიზინგო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროდუქტიული ინვესტიციების დაფინანსებასა და კერძო სექტორის განვითარებაში. მთავრობასა და კერძო სექტორთან Yapı Kredi Leasing-ის მეშვეობით თანამშრომლობით, ADB ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს განვითარებას და ამავდროულად ენერგიის წარმოებასა და მოხმარებას თურქეთის ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებისა და ბუნებრივი გარემოს დაცვის ძალისხმევის მთავარ მიმართულებად აქცევს.“

ADB-ის სესხიდან მიღებული თანხები მოხმარდება Yapı Kredi Leasing-ის მდგრადი სალიზინგო პორტფელების დაფინანსებას, მათ შორის მზის ფოტოელექტრული, ქარისა და გეოთერმული ენერგიის მხარდამჭერი აღჭურვილობისა და ობიექტების, ელექტრომობილებისა და დამტენი ინფრასტრუქტურის, ასევე ენერგოეფექტიანი სამრეწველო აღჭურვილობის დაფინანსებას, ძირითადად ტექსტილის ინდუსტრიაში.

YK Lease Sustainability Energy Transition Finance Project შესაბამისობაშია ADB-ის თურქეთისთვის 2025-2027 წლების შუალედურ პარტნიორობის სტრატეგიასთან, ასევე ქვეყნის მწვანე შეთანხმების სამოქმედო გეგმასა და საშუალოვადიან ეკონომიკურ პროგრამებთან.

Yapı Kredi Leasing-ის პირდაპირი მფლობელია Yapı Kredi, რომელიც აქტივების მიხედვით თურქეთის სიდიდით მეოთხე კერძო ბანკია და შედის ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, Koç Group-ის, შემადგენლობაში.

ADB არის წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ბანკი, რომელიც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ ეკონომიკურ ზრდას უჭერს მხარს. წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით, ბანკი კომპლექსური გამოწვევების ერთობლივად გადაჭრის მიზნით ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიულ პარტნიორობებს იყენებს, რათა გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება, განავითაროს ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას გარემო.

ADB 1966 წელს დაარსდა და მისი მფლობელია 69 წევრი, მათ შორის 50 რეგიონიდან.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა