აფრიკის კავშირი საკუთარ სარეიტინგო სააგენტოს ქმნის
აფრიკის კავშირი სულ უფრო მეტ უნდობლობას უცხადებს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ აფრიკის ქვეყნებისთვის მინიჭებული რეიტინგებს.
კავშირის მხრიდან უკვე ღიად გაცხადდა, რომ მომავალი წლიდან „დიდი სამეულის“ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ალტერნატიული ორგანიზაცია დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც კონტინენტის ქვეყნებს „არასამართლიან“ შეფასებას აძლევს.
გაერო აფრიკის ეკონომიკური საბჭოს (UNECA) ანგარიში აღნიშნავს, რომ Moody's, Fitch და S&P რეიტინგები აგრძელებენ გავლენას გლობალურ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე და კაპიტალის ნაკადებზე, მაშინაც კი, თუ ისინი მნიშვნელოვან შეცდომებს უშვებენ.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.