AI-ის მიერ შექმნილი Ryanair-ის თვითმფრინავების მომავალი
Twitter-ის მომხმარებელმა (ამჟამად X) მარიუს ნიკოლესკუმ (Marius Nicolescu) ხელოვნურ ინტელექტს სთხოვა (AI) „Ryanair-ის თვითმფრინავების მომავალი“ შეექმნა. შედეგი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
AI-ის მიერ შექმნილ სურათზე, თვითმფრინავში ადგილები ოთხ სართულზეა მოწყობილი. როგორც ჩანს, ბარგის თაროები მოიცავს სამ იარუსს. “ეს არ გამიკვირდა”, – წერს ნიკოლესკუ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხუმრობით გამოეხმაურა: „ძალიან ბევრი ფანჯარა“.
Ryanair უკვე დიდი ხანია მხარს უჭერს თვითმფრინავებზე ადგილების რაოდენობის ზრდის იდეას. ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ ფეხზე მდგომი ადგილების ტესტირებაც კი დაანონსა, მაგრამ საავიაციო მარეგულირებლებმა ეს იდეა არ მოიწონეს. ახლა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცდილობს მიიღოს ახალი თვითმფრინავები დამატებითი ადგილებით. ერთ-ერთი მათგანი (189-ის ნაცვლად 197 ადგილით) უკვე შემუშავებულია Boeing-ის მიერ.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.