ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ოქროს ფასს ზრდის - TBC Capital
უკანასკნელმა ესკალაციამ შესაძლოა ოქროს სპოტ ფასი ახალ რეკორდამდე მიიყვანოს, რადგან ინვესტორების დაინტერესება უსაფრთხო აქტივებით სულ უფრო იზრდება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.
ირკვევა, რომ ოქროს ფასი პარასკევს 1.8%-ით გაიზარდა, მაშინ როცა აქციების და ვალუტების უმეტესობამ ვარდნა განიცადა — ეს კლასიკური რეაქციაა რისკის თავიდან ასაცილებლად. ზრდის პოტენციალი კვლავაც რჩება, რადგან GLD ETF-ზე ერთთვიანი "call" ოფციონის გადახრა აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო. სპოტი კი პარასკევს დახურვისას, $3,500.10-იან რეკორდულ ნიშნულს მხოლოდ $70-ით ჩამორჩებოდა.
ტრადიციული უსაფრთხო აქტივების შესუსტების ფონზე, ოქრო განსაკუთრებულად იკვეთება. სახაზინო ობლიგაციებზე ზეწოლა მოსალოდნელია ენერგორესურსების ფასის ზრდით გამოწვეული ინფლაციის პროგნოზის გამო, რაც ოქროს ტოვებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ლიკვიდურ და ნეიტრალურ თავშესაფარს კაპიტალისთვის.
სხვა სიახლეები
ეს სივრცე ქმნის პირდაპირ კავშირს საქართველოს მზარდ სტარტაპ და ტექნოლოგიურ სექტორსა და აქ სან-ფრანცისკოში მსოფლიოს წამყვან ინოვაციურ ეკოსისტემას შორის - საქართველო სწრაფად ყალიბდება მეწარმეობის ცენტრად ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე l სან ფრანცისკოს მერი ქართული ინოვაციების ჰაბის გახსნაზე
05.06.2026.11:52
ეს ჰაბი იქნება ადგილი, სადაც იდეები საზღვრებს გადაკვეთს და პარტნიორობები გადაიქცევა გრძელვადიან თანამშრომლობად, - განაცხადა სან ფრანცისკოს მერმა დანიელ ლურმა ინოვაციების ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სწრაფად ყალიბდება მეწარმეობის ცენტრად ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სან-ფრანცისკოში იმყოფებით ამ ოფიციალურ გახსნაზე, და მადლობელი ვართ თქვენი ლიდერობისა და თქვენი ძალისხმევისათვის, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხისა და სან-ფრანცისკოს შორის კავშირების გაძლიერებისკენ. ეს ქალაქი იზიდავს ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ, რომ მომდევნო დიდი იდეა შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. ეს ჰაბიც ამ სულისკვეთების განსახიერებაა.
ეს სივრცე ქმნის პირდაპირ კავშირს საქართველოს მზარდ სტარტაპ და ტექნოლოგიურ სექტორსა და აქ სან-ფრანცისკოში მსოფლიოს წამყვან ინოვაციურ ეკოსისტემას შორის. ეს ჰაბი იქნება ადგილი, სადაც იდეები საზღვრებს გადაკვეთს და პარტნიორობები გადაიქცევა გრძელვადიან თანამშრომლობად. საქართველო სწრაფად ყალიბდება მეწარმეობის ცენტრად ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, და ჩვენ ვიცით, რომ ეს ცენტრი დაეხმარება უფრო მეტ ადამიანს სან-ფრანცისკოში ამ ფაქტის გაცნობიერებაში", - განაცხადა დანიელ ლურმა.
სან ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბი გაიხსნა. ჰაბი ქართველ სტარტაპერებს, სტუდენტებს, მეწარმეებს და მეცნიერებს დაეხმარება, მოიზიდონ ამერიკული კაპიტალი და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები. ღონისძიებას სან ფრანცისკოს მერი და სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვანი მოთამაშეები ესწრებოდნენ. პარალელურად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.