ახლო აღმოსავლეთის ტურისტული ინდუსტრია საბრძოლო მოქმედებების გამო ყოველდღიურად $600 მილიონამდე შემოსავალს კარგავს
გამოცემა The Financial Times-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო ყოველდღიურად ტურისტული ინდუსტრია 600 მილიონ დოლარს კარგავს.
ათასობით დამსვენებელმა მოგზაურობა გააუქმა მას შემდეგ, რაც ისეთი ქალაქები, როგორიცაა დუბაი, ირანული დრონების სამიზნედ იქცა.
The Financial Times-ი წერს, რომ რეისების გაუქმება, საჰაერო სივრცის დახურვა და პოტენციურ მოგზაურებს შორის მზარდი შეშფოთება ნეგატიურად მოქმედებს რეგიონის ტურისტულ ეკონომიკაზე მას შემდეგ, რაც თეირანმა სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანაზე თავდასხმა განახორციელა.
„შეფერხებების მოკლე პერიოდებმაც, შესაძლოა, მთელ რეგიონში ტურისტული მიმართულებებისთვის, მრეწველობისთვის და დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგები გამოიწვიოს“, - ციტირებს გამოცემა მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტს, გლორია გევარას.
გამოცემის ცნობით, 6 მარტის მდგომარეობით, მხოლოდ დუბაიში 80 ათასი ჯავშანი გაუქმდა.
კონფლიქტის დაწყებამდე მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭო პროგნოზირებდა, რომ წელს საერთაშორისო მოგზაურებს ახლო აღმოსავლეთში 207 მილიარდი დოლარი უნდა დაეხარჯათ. ისეთი ქალაქები, როგორიცაა დუბაი, ყვავოდნენ, ადამიანებს სთავაზობდნენ ფუფუნებას, მზეს და მშვიდობას.
მაგრამ მსოფლიოს რამდენიმე ფეშენებელური სასტუმრო კონფლიქტში გაეხვია. რაკეტების ნაწილები ეცემოდა დუბაის ბურჯ-ალ-არაბზე. დაზიანდა პალმა ჯუმეირაზე განლაგებული სასტუმრო Accor Fairmont The Palm.
მსხვილი რეგიონული ჰაბებმა: აბუ-დაბიმ, დუბაიმა, დოჰამ და ბაჰრეინმა, რომლებიც დღეში ნახევარ მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურებიან, რეისები გააუქმეს, რის გამოც ხუთ დღეში დაახლოებით 4 მილიონ ადამიანს პრობლემები შეექმნა.
სხვა სიახლეები
თურქეთი ხიზილალის წარმოების მიმართულებით აზერბაიჯანის გამოცდილებას შეისწავლის
17.09.2026.17:00
თურქეთი ხიზილალის წარმოების მიმართულებით აზერბაიჯანის გამოცდილებას შეისწავლის. ამის შესახებ თურქეთის ბიუროს თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის კვლევისა და პოლიტიკის გენერალური დირექტორატის (TAGEM) დაქვემდებარებაში მოქმედი ტრაპიზონის ცენტრალური მეთევზეობის კვლევითი ინსტიტუტის (SUMAE) თანამშრომლებმა განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, ცენტრი 1987 წლიდან თურქეთის საზღვაო და შიდა წყლის რესურსების, განსაკუთრებით კი შავი ზღვის, კვლევასა და განვითარებაზე მუშაობს. შავ ზღვაზე ქვეყნის მეთევზეობის წარმოების 80% მოდის.
ინსტიტუტის ძირითადი მიზნებია წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების შესწავლა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული მეთევზეობისა და აკვაკულტურის პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა, ასევე კვლევის შედეგებისა და სამეცნიერო ცოდნის სექტორისთვის გაზიარება.
ინსტიტუტის ინფორმაციით, თანამშრომლობა შესაბამის აზერბაიჯანულ უწყებებთანაც მიმდინარეობს.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში, აზერბაიჯანის გამოცდილებას შავ ზღვაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხის სახეობის მოშენებისა და ხიზილალის წარმოების მიმართულებით შეისწავლიან.