Alibaba ელექტრონული კომერციის პლატფორმის Gmarket-ის შეძენას გეგმავს
Alibaba (BABA) და სამხრეთ კორეის E-Mart აყალიბებენ 50-50 ერთობლივ საწარმოს, რათა სრულად შეიძინონ Gmarket, E-Mart-ის ელექტრონული კომერციის პლატფორმა. თიბისი კაპიტალის მიმოხილვის მიხედვით, ერთობლივი საწარმო, რომლის ღირებულებაა დაახლოებით $4B, მიზნად ისახავს გააძლიეროს პოზიციები ადგილობრივი კონკურენტების წინააღმდეგ, როგორიცაა Naver და Coupang. Alibaba-ს ელექტრონული კომერციის ბიზნესი ასევე აწყდება გლობალურ კონკურენციას JD.com, PDD და ByteDance-ისგან.
ეს პარტნიორობა მოჰყვება ალიბაბას ნოემბრის განცხადებას მისი ერთიანი ელექტრონული კომერციის ბიზნეს ჯგუფის შესახებ
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.