ამ ომს მოვიგებთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს - ისრაელის პრეზიდენტი
ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქვეყნის მოსახლეობას მიმართა. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, მან მოქალაქეებს ერთობისკენ მოუწოდა.
„მოდით შევინარჩუნოთ გმირობა და ერთობა. ეს ჩვენი ყველაზე მძლავრი იარაღია. ისრაელის სახელმწიფო ახლაც მოიგებს. სხვა არჩევანი არ გვაქვს“, - განაცხადა მან.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.