Amazon-მა საწარმოს პატრულირებისთვის მცველი-რობოტი შექმნა
კორპორაცია Amazon-მა საწარმოს პატრულირებისთვის მცველი-როიბოტი შექმნა. მიუხედავად მნიშვნელოვანი ამოცანისა, Astro for Business არ ჰგავს ტერმინატორს, არამედ რობოტ ვალლის. მას შეუძლია ავტონომიურად გადაადგილება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ასევე შეიძლება მოექცეს ოპერატორის დისტანციური მართვის ქვეშ.
Astro for Business აღჭურვილია ღამის ხედვის HD კამერით, უზრუნველყოფს 24/7 რეალურ დროში კამერაზე წვდომას და ორმხრივ კომუნიკაციას. რობოტს შეუძლია შეტყობინებების გაგზავნა, თუ აღმოაჩენს უცხო ადამიანს, უცნაურ ხმას ან სხვა აქტივობას, რომელიც მას საეჭვოდ მიაჩნია.
აღნიშნული მოწყობილობა $2,350 ღირს, ამას ემატება ყოველთვე გამოწერის ხარჯები, რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა სერვისების კომპლექტს. ინტერნეტში ხუმრობენ, რომ დაცვის ასეთმა თანამშრომელმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ დამნაშავეების შეჩერება შეძლოს. უფრო მეტიც, თავად Astro for Business შეიძლება გახდეს ქურდების მარტივი სამიზნე.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.