American Airlines-მა 2026 წლის ფინანსური პროგნოზი შეამცირა - მიზეზები
American Airlines-მა შეამცირა 2026 წლის მოგების პროგნოზი, რადგან კომფლიქტით გამოწვეული მაღალი საწვავის ფასები მნიშვნელოვნად აზიანებს კომპანიის მოგების მარჟებს.
ავიაკომპანია ვარაუდობს, რომ საწვავზე დანახარჯი მიმდინარე წელს 4 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზრდება.
საწვავის ფასები, რომლებიც ჩვეულებრივ ავიაკომპანიების საოპერაციო ხარჯების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს, კონფლიქტის დაწყების შემდეგ თითქმის გაორმაგდა.
ცნობისთვის, გლობალურად ავიაკომპანიები აღმოჩნდნენ რთულ მდგომარეობაში: ერთი მხრივ, მათ მკვეთრად გაეზარდათ ხარჯები, ხოლო მეორე მხრივ, წინასწარ გაყიდულ ბილეთებზე ფასებს ვერ ცვლიან, რაც მათ მოგების მარჟებს კიდევ უფრო ამცირებს.
სხვა სიახლეები
Lion Finance Group-ის შვილობილი, Ameriabank-ი სომხეთის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დასახელდა Global Finance-ის მიერ
05.10.2026.11:53
Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა Global Finance-ის მიერ „საუკეთესო ციფრული ბანკის“ (Best Digital Bank Awards) კონკურსში ცხრა ჯილდო მიიღო, მათ შორის, რვა ქვეყნის დონეზე და ერთი რეგიონული აღიარების ფარგლებში.
გამარჯვებულები შეფასდნენ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორის, ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის ეფექტიანობით, ციფრული შეთავაზებების გამოყენებაზე მომხმარებლების გადაყვანის წარმატებით, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდით, პროდუქტებისა და მომსახურებების მრავალფეროვნებით, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები სარგებლის არსებობით, ასევე ვებ- და მობილური პლატფორმების დიზაინითა და ფუნქციონალით.
Global Finance-ის შეფასებით, Ameriabank-ის ციფრული ეკოსისტემა საუკეთესო აღმოჩნდა რამდენიმე კატეგორიაში, მათ შორის ინოვაციის, ციფრული ტრანსფორმაციის, ონლაინ გადახდების, ონლაინ პროდუქტებისა და მომსახურებების, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პლატფორმისა და სხვა მიმართულებებით.
Ameriabank-ის მიერ მიღებული ჯილდოების სრული ჩამონათვალი:
ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი;
საუკეთესო ციფრულ ტრანსფორმაციაში;
საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
საუკეთესო ონლაინ პროდუქტების შეთავაზებები;
საუკეთესო ონლაინ გადახდების გადაწყვეტა;
საუკეთესო სოციალური მედიის მარკეტინგსა და მომსახურებაში;
საუკეთესო მცირე და საშუალო ბიზნესის პლატფორმა;
საუკეთესო სავაჭრო ფინანსირების მომსახურება სომხეთში;
საუკეთესო სავაჭრო ფინანსირების მომსახურება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (CEE).
კონკურსში წარდგენილი განაცხადები შეფასდა Infosys-ის პროფესიონალი ჟიურის მიერ. Infosys ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და აუთსორსინგის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. გამარჯვებულთა საბოლოო შერჩევა Global Finance-ის რედაქტორებმა განახორციელეს.
Global Finance-ის ჯილდოები ფინანსურ სამყაროში ერთგვარი ხარისხის ნიშანია. გამარჯვებულებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Infosys-ის ჟიური და Global Finance-ის რედაქტორები არჩევენ. ისინი აფასებენ არა მხოლოდ პროდუქტის დიზაინს, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას, პროდუქტის უკან მდგარ სტრატეგიას, უსაფრთხოებასა და რეალურ, გაზომვად შედეგებს.
მოდით, გამოვყოთ რამდენიმე ჯილდო, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს.