ამერიკული გამოცემა New York Post ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს
ამერიკულ გამოცემაში „New York Post” სტატია სათაურით „დაივიწყეთ საფრანგეთი, მსოფლიოს ამ გამორჩეული რეგიონების ღვინოები დაგემოვნებად ღირს“ დაიბეჭდა, სადაც ქართულ ღვინოზე და საქართველოზეც არის საუბარი.
სტატია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ჩართულობით მომზადდა.
სტატიის ავტორი ალექსანდრა ოუენსი (Alexandra Owens), მკითხველს საქართველოში სტუმრობას და ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს. სტატიაში საუბარია ქართული ღვინის 8 ათასწლიან ისტორიაზე, ჯიშების მრავალფეროვნებასა და „იუნესკოს“ მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებაზე. „შეიძლება აღმოჩნდეთ ქართული ღვინის მარანში, სადაც კვერცხის ფორმის ქვევრს ხსნით - ერთგვარ უძველეს ჭურჭელს, რომელიც დუღილისთვის გამოიყენება“ - აღნიშნავს ავტორი.
„New York Post” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყოველდღიური გამოცემაა, რომელიც 1801 წელს დაარსდა და ამჟამად მილიონობით მკითხველი ჰყავს როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ გამოცემაში.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მრავალი წელია თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო მედია-კომპანიებთან, როგორებიცაა CNN, CBS, Netflix, „The New York Times”, „Wine Enthusiast“ და სხვა.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
07.10.2026.11:55
თიბისის მხარდაჭერით, ვარშავაში 3 და 4 ოქტომბერს ჩატარებულმა „თბილისობამ“ ათასობით ქართველი ემიგრანტი, პოლონელი და საერთაშორისო სტუმარი გააერთიანა. „თბილისობა“, ვარშავაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ერთმანეთთან კავშირის გაცოცხლების სივრცედ იქცა. ღონისძიებამ სამშობლოსთან სიახლოვის განცდა შექმნა და ემოციური კავშირი კიდევ უფრო გაამყარა.
ვარშავაში გამართულ დღესასწაულზე, თიბისი სტუმრებს განსაკუთრებული გამოცდილებით და არაერთი სასიამოვნო სიურპრიზით, აქტივობით და საჩუქრებით დახვდა.
თიბისი ემიგრანტებისთვის საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, დისტანციურად, სწრაფად და უსაფრთხოდ ისარგებლონ მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო სერვისებით - ანგარიშის გახსნა, ციფრული ბარათის აღება, იპოთეკური სესხით სარგებლობა, გზავნილის გაგზავნა და განაღდება, თანხის დაგროვება და სხვა საბანკო პროდუქტები.
თიბისისთვის ემიგრანტებთან კავშირი მხოლოდ საბანკო მომსახურებით არ შემოიფარგლება. ბანკი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქართველებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთთან და სამშობლოსთან აკავშირებს და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას უწყობს ხელს.