მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Apple iPhone 17-ს ინდოეთში აწარმოებს

news image
mbc image

ინდოეთში iPhone 17-ის წარმოება 2025 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი iPhone-ის საწყისი აწყობა ჩინეთის ფარგლებს გარეთ განხორციელდება.

ამის შესახებ Apple-ის ანალიტიკოსი მინგ-ჩი კუომ იტყობინება.

Apple-ის გადაწყვეტილება ინდოეთში სტანდარტული iPhone 17-ის აწყობის შესახებ განპირობებულია დიზაინის „ნაკლებად სირთულით“, რაც კომპანიისთვის რისკებს ამცირებს. Apple უკვე რამდენიმე წელია ინდოეთში iPhone-ის ძველ მოდელებსა და სხვა მოწყობილობებს აწარმოებს. ტექნიკური გიგანტი ცდილობს, რომ ჩინეთში წარმოების მოცულობა შეამციროს.Apple ცდილობს, რომ ინდურ ქარხნებზე თანდათან უფრო მეტი ვალდებულებები დააკისროს და iPhone 14-ის წარმოება ქვეყანაში სმარტფონის გამოშვებისთანავე, 2022 წლის სექტემბერში ​დაიწყო. 
iPhone 15-ის წარმოება კი ინდოეთში კიდევ უფრო ადრე დაიწყო: ინდურმა ქარხნებმა iPhone 15-ის საბაზისო მოდელი პრეზენტაციამდეც ააწყვეს, თუმცა თავდაპირველი აწყობა მაინც შედგა ჩინეთში.

Apple ინდოეთში Foxconn-თან, Pegatron-თან და Tata-სთან თანამშრომლობს. Foxconn პასუხისმგებელია მოწყობილობის აწყობის 75-80%-ზე.ცნობილია, რომ Foxconn-მა ინდოეთში თავისი წარმოების შესაძლებლობების გასავითარებლად 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. 
კუოს თქმით, ამჟამად iPhone-ების 12-14% იწარმოება ინდოეთში და ეს წილი 2024 წლისთვის 20-25%-მდე გაიზრდება.
2023 წელს Apple-მა გახსნა თავისი პირველი საცალო მაღაზიები მუმბაიში, თუმცა iPhone ინდოეთში ონლაინ შეკვეთების საშუალებით 2020 წლიდან იყო ხელმისაწვდომი. 


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა