Apple-მა iPhone-ის გაყიდვიდან $39,7 მილიარდი გამომიმუშავა
Apple-მა სერვისებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო. აპრილიდან ივნისამდე პერიოდში iPhone-ის გაყიდვებმა $39,7 მილიარდი შეადგინა, რაც 2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
იმავე პერიოდში iPad-ის გაყიდვები შემცირდა 20%-ით 5,8 მილიარდ დოლარამდე, ხოლო Mac-ის გაყიდვები 7%-ით, 6,8 მილიარდ დოლარამდე.
Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა გამოაცხადა, რომ მათ საბალანსო პერიოდში რეკორდი დაამყარეს მომსახურებისგან შემოსავლებით, რაც 1 მილიარდზე მეტ ფასიან გამოწერებს უკავშირდება.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.