აპრილიში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, 125 000 ტონა ყაზახური ნავთობი გადაიტვირთება
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი სავსეა 40 პროცენტით და 20 მილიონი ტონა ნავთობის გადასაზიდად, რომლის გატანასაც ვგეგმავთ, ხელმისაწვდომი რჩება.
ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა აზერბაიჯან-ყაზახეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-19 სხდომის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ნავთობისა და გაზის კომპანიებს, SOCAR-სა და KazMunayGas-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება 1,5 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვას ითვალისწინებს.
„უკვე მიმდინარე წლის მარტში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე 20 000 ტონა გადაიტვირთა, აპრილში კი 125 000 ტონა გადაიტვირთება. ყაზახეთის წიაღისეულის მომხმარებლები მარშრუტის შესამოწმებლად ნავთობის პირველ მოცულობებს საპილოტედ განიხილავენ“, - აღნიშნა ჟუმანგარინმა.
მან აღნიშნა თანამშრომლობის გაღრმავება სხვა სფეროებში, კერძოდ ვაჭრობის სფეროში.
შეგახსენებთ, რომ ბაქოში აზერბაიჯან-ყაზახეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-19 შეხვედრა გაიმართა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი 26 მარტს დაიწყო.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.