აპრილში, ნავთობის რეკორდულმა ექსპორტმა აშშ-ის სავაჭრო დეფიციტის შემცირებას შეუწყო ხელი
აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი აპრილში შემცირდა, რადგან ნავთობპროდუქტებისა და კაპიტალური საქონლის ექსპორტი რეკორდულ დონემდე გაიზარდა. ეს ტენდენცია, თუ გაგრძელდა, შესაძლოა ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობ ფაქტორად იქცეს.
ვაჭრობის დეპარტამენტის სამშაბათს გამოქვეყნებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ამიმდინარე კონფლიქტმა, რომელმაც ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები შეაფერხა, სავაჭრო ნაკადებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა. ასევე გამოჩნდა, რომ ტარიფები იმპორტის შემცირებას დიდად ვერ ახერხებს.
ხელოვნურ ინტელექტში გაზრდილი ინვესტიციების გამო კომპანიების ხარჯვამ კაპიტალურ საქონელზე იმპორტი აპრილში რეკორდულ დონემდე გაზარდა.
სხვა სიახლეები
ტრამპის მარშრუტი TRIPP აზერბაიჯანთან და საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს გაამარტივებს - მირზოიანი
23.10.2026.09:10
სომხეთის ეროვნული ასამბლეა განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ,,ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) ფარგლებში სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირებას ითვალისწინებს.
აღნიშნული განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში TRIPP-ის შეთანხმების პროექტის წარდგენისას გააკეთა.
მირზოიანის განცხადებით, TRIPP საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს გაამარტივებს არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ საქართველოსა და ირანთანაც.
„იმედი მაქვს, თურქეთთან საზღვარიც გაიხსნება და ამის შემდეგ ვიფიქრებთ, როგორ გავუმარტივოთ ცხოვრება მეწარმეებსა და მოქალაქეებს“, - აღნიშნა მან.
მირზოიანმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ სად შეიძლება განთავსდეს TRIPP-ის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ხაზის გარდა.
„შესაძლოა, ნავთობსადენმა სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილზე გაიაროს. მარშრუტი ჯერ განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, TRIPP-ის ზომაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ასეთი განსაზღვრული პარამეტრი არ არსებობს“, - განაცხადა მირზოიანმა.