არგენტინაში ინფლაციამ 143%-ს მიაღწია
არგენტინაში წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 142,7%-ს მიაღწია.
ამის შესახებ Reuters ქვეყნის სტატისტიკურ სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. ქვეყანაში თვიური ინფლაცია გაიზარდა 8.3%-ით, აგვისტოსა და სექტემბრის პიკთან შედარებით
„არგენტინა წლების განმავლობაში ებრძოდა მაღალ ინფლაციას, რასაც ეკონომისტები ფულის ბეჭდვასა და ადგილობრივი პესოს მიმართ უნდობლობას აბრალებენ“, - წერს სააგენტო.
გასულ წელს ინფლაცია 1991 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზე დაფიქსირდა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.