აშშ ჩინური ტექნოლოგიური პროდუქციის დამატებითი კატეგორიების იმპორტს კრძალავს
აშშ-ის ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ (FCC) პარასკევს განაცხადა, რომ ჩინეთიან მწარმოებლების კიდევ ერთი ჯგუფის მიერ წარმოებული აღჭურვილობის იმპორტს აკრძალავს. ეს ვაშინგტონის მორიგი ნაბიჯია ჩინეთში წარმოებული ელექტრონული მოწყობილობების მიმართ შეზღუდვების გასამკაცრებლად.
გადაწყვეტილება აფართოებს FCC-ის მიერ 2022 წელს დაწესებულ აკრძალვას.
გაფართოებული აკრძალვა ძალაში ივლისის დასაწყისიდან შევა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.