აშშ ძალიან მალე მოაწერს ხელს უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ძალიან მალე მოაწერს ხელს უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას.
„ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად გვაქვს უკრაინასთან და რუსეთთან დაკავშირებით. და ერთ-ერთი რამ, რასაც ვაკეთებთ, არის უკრაინასთან შეთანხმების ხელმოწერა იშვიათ წიაღისეულზე, რომელსაც უზარმაზარი ღირებულება აქვთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სხვა სიახლეები
თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის რეჟიმი დაამყარა
13.05.2026.14:06
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ და ერევანმა დაასრულეს მუშაობა ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომელიც ქვეყნებს პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობის საშუალებას მისცემს.
„2022 წლიდან დღემდე სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისა და ნდობის გამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯების ფარგლებში, ჩვენს ქვეყანასა და სომხეთს შორის პირდაპირი ვაჭრობის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი ბიუროკრატიული სამუშაოები 2026 წლის 11 მაისს დასრულებულია“, - აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.
თურქული მხარის მტკიცებით, ამიერიდან ორივე ქვეყანა ერთმანეთთან ვაჭრობის დროს საქონლის საბოლოო დანიშნულების ადგილად თურქეთისა და სომხეთის მითითებას შეძლებს.
ცნობისთვის, სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობა არ არსებობდა. საქონელი ერთი ქვეყნიდან მეორეში მესამე სახელმწიფოს გავლით ხვდებოდა.